სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მოსახლეობის 12%-ს მიაჩნია - NDI-ის კვლევა
17-09-2019
-
+


ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რესპოდენტთა მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია.

აღნიშნული მაჩვენებლით განათლებამ ჩამონათვალში მერვე ადგილი დაიკავა.

კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - გამოკითხულთა უმეტესობამ - 48%-მა სამუშაო ადგილები დაასახელა; 34%-მა ფასების ზრდა, 33%-მა სიღარიბე, 29%-მა ტერიტორიული მთლიანობა, 22%-მა პენსიები, 19%-მა ხელფასები, 18%-მა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 12%-მა განათლება, 12%-მა რუსეთთან ურთიერთობა, 8%-მა ადამიანის უფლებები, 6-6%-მა - სამართლიანობის აღდგენა ნატოში გაწევრიანება და სამართლიანი არჩევნები დააყენა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, გარემოს დაცვა და სასამართლო სისტემა 5%-ს მიაჩნია მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, ხოლო 16%-მა პროცენტმა სხვა საკითხები დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2 132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება