სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო 2020 წლის მაისში საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურების ზრდის შესახებ გეგმას წარადგენს - ირინა აბულაძე
16-09-2019
-
+


თბილისის საკრებულოში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული, მეცნიერება) განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემაც მიიღო და განათლების სფეროში განხორციელებულ თუ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

ირინა აბულაძის განცხადებით, სამინისტრომ სკოლამდელი განათლების კომპონენტების გაძლიერება დაიწყო. მისი ცნობით, 2020 წლის მაისში საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირებისა და ანაზღაურების ზრდის შესახებ გეგმას წარადგენენ.

„სკოლამდელი განათლების ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი პროგრამა და ინსტრუმენტები. ამასთან, ამოქმედდება სახელფასო ანაზღაურების მატების პოლიტიკის გეგმა. აღსანიშნავია ისიც, რომ 9 უნივერსიტეტში ამოქმედდა მასწავლებლის მომზადების პროგრამები“,-აღნიშნა აბულაძემ.

სკოლამდელი განათლების ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებებია:

  • 2019 წლის ნოემბერში ახალი სასკოლო მზაობის სასწავლო პროგრამების დანერგვის დაწყება;
  • 2020 წლის მაისში აღმზრელ-პედაგოგთა სერტიფიცირებისა და ანაზღაურების ზრდის შესახებ გეგმის წარდგენა;
  • პედაგოგების საუნივერსიტეტო დონეზე მომზადება;
  • ევროპული ტიპის საპილოტე პროგრამის - „სამოდელო ბაღი“ განხორციელება;
  • ევროპული მზაობის პროგრამების უნივერსალური ხელმისაწვდომობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება