სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„21-ე საუკუნეში მოსწავლეები ნაკლებად უნდა შევზღუდოთ“ - რას ფიქრობენ დირექტორები სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით
11-09-2019
-
+


დადიან თუ არა მოსწავლეები სკოლაში ფორმით? თუ არა - რა შეზღუდვები აქვთ ჩაცმულობაში? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით დირექტორების აზრის მოსასმენად etaloni.ge რამდენიმე დირექტორს დაუკავშირდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდენ ნიქაბაძე:

„განსაკუთრებული შეზღუდვები არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ფორმა მაინცდამაინც სასურველი არ არის, რადგან ჩაიცვა თუ არა ფორმა ეს გარკვეულწილად გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდება. 21-ე საუკუნეში მოსწავლეები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შევზღუდოთ და მეტი არჩევანის თავისუფლება მივცეთ. მცირე შეზღუდვები უნდა იყოს, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ფორმა ვიზუალურად ვიღაცებს მოსწონთ, ვიღაცებს - არა“.

გორის მუნიციპალიტეტის ატენის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ონიაშვილი:

„ამ ეტაპზე ბავშვები ფორმით არ დადიან. სკოლის შესაბამისად უნდა ჩაიცვან, თორემ განსაკუთრებული შეზღუდვები არ გაქვს.  ჩემი აზრით, ფორმით სიარული კარგია. ვგეგმავთ ფორმის ტარების იდეა მშობლებს გავაცნოთ და ვნახოთ, რა წინააღმდეგობებს წავაწყდებით. მშობლების ნაწილს უნდა ბავშვმა სკოლაში ფორმით იარონ“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნებიერიძე:

„მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ გვაქვს. მხოლოდ კანონის შესაბამისად ანუ მოწესრიგებული უნდა იარონ.  ვფიქრობ, ფორმით სიარული აუცილებელი არ არის. მიმაჩნია, რომ თანამედროვეობის მიხედვით, მოსწავლე თავისუფალი უნდა იყოს ჩაცმულობაში. თვითონ შეარჩიონ, მთავარია მოწესრიგებულად იყვნენ“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ჯავახაძე:

„მოსწავლეები ფორმებით არ დადიან სკოლაში. კანონის ფარგლებში, შიდა განაწესით რაცაა დაშვებული, ისე ვაკეთებთ. სხვა შეზღუდვები არ გვაქვს. ფორმით სიარულს მივესალმები, მაგრამ ხალხს ისედაც უჭირს და თანხებთან  დაკავშირებული პრობლემები იქმნება. ვაძლევთ მითითებას, რომ დახეული ჯინსებითა თუ საყურეებით არ იარონ. კლასის დამრიგებლები გაფრთხილებული არიან, რომ მოსწავლეებს ყურადღება მიაქციონ“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა გაბეჩავა:

„მოსწავლეები ფორმით არ დადიან, თუმცა შეზღუდვები გვაქვს. არ შეიძლება წარწერებინი და ნახატებიანი ტანსაცმელი, დახეული ჯინსები. ძირითადად მუქ ფერებში იცვამენ. ჩვენ ძალიან გვინდა და ბავშვებიც კი არა რიან წინააღმდეგი ფორმით იარონ, მაგრამ რომ ხედავენ სხვაგან არ აცვიათ ფორმა, თვითონაც აღარ უნდებათ. ერთიანი მოთხოვნა თუ იქნება, მგონია, რომ დათანხმდებიან“.

კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის წითელხევის საჯარო სკოლის დირექტორი ლუხუმი ლელაძე:

„მოსწავლეები ჩვენთან დადიან ტანსაცმელთან მიახლოებული ფორმით. სამეურვეო საბჭო კი იზიარებს აზრს ფორმით სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ მაგალითად, გვყავს ოჯახი, საიდანაც სკოლაში 5 ბავშვი დადის და ოჯახს ხუთივესთვის ფორმის შეძენისათვის საკმარისი ფინანსები არა აქვს. დავუშვათ ფორმა 20%-მა რომ შეიძინოს და 80%-მა ვერა, მაინც უხერხული ფონი იქმნება.  შეთანხმება გვაქვს, რომ ვაჟებმა მუქი ფერის შარვალი, გოგონებმა კი მუქი ფერის ქვედაბოლო ჩაიცვან. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოვითხოვთ თეთრ პერანგებს, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში. შემდეგ, ამინდის შესაბამისად, ჟაკეტებსაც და პიჯაკებსაც იცვამენ“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ალამბრის საჯარო სკოლის დირექტორი დალი ნიჟარაძე:

„თვითონ როგორც უნდათ, ისე იცვამენ. მაგრამ არ შეიძლება ვულგარული ჩაცმულობა. ბავშვებს შენიშვნა არ სჭირდებათ, რომ სკოლის შესაბამისად იცვამდნენ. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ფორმით სიარულს. მთავარია ისწავლონ და ქვეყანას გამოადგნენ“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მამისეიშვილი:

„ოფიციალური ფორმა სკოლას არა აქვს. არც რაიმე ოფიციალური შეზღუდვა გვაქვს. რომ ვთქვა ეს საკითხი ოდესმე დღის წესრიგში პრობლემატურად დამდგარიყოს - არა. ვფიქრობ, ყველაფერი შეთანხმების საკითხია. თუკი სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას, გინდა ფორმა იყოს ან რაიმე სხვა საკითხი, რაც მოსწავლეებს უკავშირდება, მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან  უნდა იყოს შეთანხმებული. თუკი საერთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ფორმა ჩაიცვან, რატომაც არა. სკოლა თავისუფლების და თანასწორობის ადგილია. ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ მოსწავლის ჩაცმულობა ეთიკის კოდექსისა და სკოლის შიდა განაწესს არ არღვევს, პრობლემა არ არის“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხაბაძე:

„ჩვენთან მოსწავლეები შავი ქვედაბოლოთი ან შარვლით და თეთრი პერანგებით დადიან. დაბალ კლასებში ფორმით სიარული სისტემატურია. ზედა კლსებშიც ვცდილობთ, რომ დავიცვათ წესები. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სანახავია, როდესაც ბავშვები ფორმით არიან სკოლაში მოსულები“.

გორის მუნიციპალიტეტის რეხის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ საათაშვილი:

„ასეთ საკითხებს სკოლაში  მოსწავლეთა თვითმმართველობა წყვეტს. მინდა თვითონ მოიფიქრონ უნდათ თუ არ უნდათ. კონკრეტული ფორმა არ გვაქვს, მაგრამ შემუშავებული აქვთ მოსწავლე როგორ უნდა იცვამდეს. წელსაც შეიკრიბებიან და თუ  რაიმე  ცვლილების შეტანა მოუნდებათ, თვითონ მოიფიქრებენ. მოსწავლეს რაც არ შეეფერება, ისეთს არაფერს გადაწყვეტენ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება