სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სკოლაში მეგობრების შეძენაში
04-09-2019
-
+


სწავლის დაწყების პირველ თვეებში ბევრი ბავშვის, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც სკოლას იცვლიან, მიზანია თავდაჯერებულ თანაკლასელად იქცნენ. ამასთან, სწავლის შედეგებიც კი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია მოსწავლისთვის კოლექტივში. მოგითხრობთ როგორ დაეხმაროთ ბავშვს მეგობრების მოძებნაში.

ყველას ეშინია იყოს სკოლაში ახალი

კლასში ახალის როლი გამოწვევაა - იგი მოქმედებს ბავშვის ემოციებსა და გონებაზე და ხანდახან ბედსაც კი ცვლის. ამასთან, არის საინტერესო და ამაღელვებელი.  ეს როლი ითვალისწინებს შინაგან ზრდას და განვითარებას, მაგრამ გარკვეული ძალისხმევის ხარჯზე.  ბავშვი განიცდის ათასი რამის გამო: არავის რომ არ მოეწონოს? რომ ვერ შეამჩნიონ? მას რომ არ მოეწონოს თანაკლასელები? რომ დასცინონ? და ა.შ.

ბავშვზე მეტად ეშინიათ მშობლებს - მათთვის ყველაზე ძვირფასი მიდის იქ სადაც შესაძლოა აწყენინონ, სადაც მხარს არავინ დაუჭერს და სადაც მის გვერდით ვერ იქნებიან. მაგრამ გახსოვდეთ, ადამიანებთან ურთიერთობის აწყობის სწავლა ისევე შესაძლებელია, როგორც მათემატიკის და  ველოსიპედის მართვის, ამიტომ მშობლებს შვილის დახმარება ამ შემთხვევაშიც შეუძლიათ. 

როგორ შეუძლიათ მშობლებს დახმარება

პირველი, რაც მშობლებმა უნდა გააკეთონ  - უნდა დამშვიდდნენ. ბავშვები უფროსების შფოთვას გრძნობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვმა დაინახოს, რომ მშობლებს მისი სჯერათ და იციან რომ ყველაფერი გამოუვა.

შემდეგი ნაბიჯი - ურჩიეთ ბავშვს დაფიქრდეს - მისმა რა თვისებებმა შესაძლოა მიიზიდოს სხვები. ეს შესაძლოა იყოს მახვილგონიერება, სამართლიანობა, ფეხბურთის თამაშის უნარი და ა.შ.  მაგრამ ყველას აქვს ის, რასაც შეუძლია ურთიერთობების დალაგებაში ხელი შეუშალოს. შესაძლოა ეს იყოს კატეგორიულობა? ან მორცხვობა? ძალიან მახვილი ენა?  ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევით - ბავშვს ეცოდინება, რა უშლის ხელს მეგობრების მოძებნაში და სიძნელეებს უკეთ გაუმკლავდება. ამასთან, არ უკარნახოთ ბავშვს არაფერი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ მის შესახებ ყველაფერი იცით. ადამიანმა თავისი თავი თავად უნდა შეისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამხმარის ნაცვლად შემფასებლად იქცევით. 

მას შემდეგ რაც ბავშვი ჩაატარებს კვლევას იმის შესახებ თუ როგორი მეგობარია, ძალა და შემართება შემატეთ. ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში მნიშვნელოვანია იყოს გულღია, თავაზიანი, ღიმილიანი. ყველაფერი ეს კი მარტივად მოდის თავდაჯერებულობის შემთხვევაში და პირიქით ქრება შფოთვისა და შიშის დროს.

ბავშვისთვის თავდაჯერებულობის ამაღლების მარტივი ხერხი არსებობს:​ შესთავაზეთ იფიქროს გმირზე (ის შესაძლოა იყოს როგორც ფილმის ან წიგნის პერსონაჟი, ისე ბაბუა ან უფროსი ძმა ან და) რომლითაც აღფრთოვანებულია და საჭირო დროს წარმოიდგინოს, რას გააკეთებდა ის მის ადგილას. 

როდესაც მისი თავდაჯერებულობა გაიზარდა, შესაძლებელია კონკრეტულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზე გადასვლა.

7 რჩევა მოსწავლისთვის, თუ როგორ შეიძინოს მეგობრები

  1. თუ მოსწავლე ახალია, იგი სხვა ბავშვებში ინტერესს იწვევს. მოამზადეთ იგი იმისთვის, რომ თანაკლასელები მივლენ და ჰკითხავენ, ვინ არის, საიდან, რა უყვარს, როგორ ფილმებს უყურებს და ა.შ. რომ არ დაიბნეს, შესაძლოა კითხვებზე პასუხების წინასწარ მომზადება.
  2. ურჩიეთ წარმოაჩინოს საკუთარი ინტერესები და ნიჭი. მას უყვარს რომელიმე წიგნი, თამაში, კონკრეტულ სპორტულ გუნდს გულშემატკივრობს. მას შეუძლია სკოლაში წაიღოს ის ნივთები, რომლებიც მას მსგავსი ინტერესების ადამიანების პოვნაში დაეხმარება.
  3. უნდა იყო მეგობრული და ეცადოს საუბარი პირველმა წამოიწყოს. რთული სულაც არ არის, შესაძლებელია უბრალოდ კომპლიმენტის გაკეთება ან რაიმეს კითხვა -„შესანიშნავი ჩანთაა!“ „შენც გიყვარს ჰარი პოტერი?“ მნიშვნელოვანია ასევე იყო ყურადღებიანი მსმენელი.
  4. ადამიანებს უყვართ სხვების დახმარება და ექსპერტის როლის მორგება. მათთვის ყოველთვის სასიამოვნოა ცოდნა, რომ მათ შეუძლიათ კარგი რჩევის მიცემა და ცხოვრებისეული გამოცდილების დემონსტრირება. არ უნდა შეგეშინდეს კითხვის: „ახალი ვარ და აქ არაფერი ვიცი, ვერ მეტყვი, სად არის ბიბლიოთეკა?“.
  5. თუ ბავშვი ჯერ პატარაა, ატარეთ ის წრეზე, რომელიც მის ინტერესებს პასუხობს. იქ ის გაიცნობს ბავშვებს, რომლებსაც მსგავსი გატაცება აქვთ.მოზარდს კი შეუძლია დამატებითი საქმიანობა თავად აირჩიოს, ასე რომ ნურაფერს დააძალებთ. მაგრამ გახსოვდეთ, მეგობრების შესაძენად ერთობლივი საქმიანობა ყველაზე საუკეთესოა გზაა.
  6. ბავშვისთვის კარგი იქნება თუ კლასის ცხოვრებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, გულწრფელად გამოთქვამს თავის აზრს, ისე რომ არავის აწყენინოს. 
  7. შეიძლება თანაკლასელის მოძებნა, რომელიც თქვენთან ახლოს ცხოვრობს. საერთო გზა შესანიშნავად აახლოებს ადამიანებს.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება