სიახლეები
სამასწავლებლო

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცალკე საგნებად სწავლება საუკეთესო გადაწყვეტილებაა“ - დირექტორების შეფასებები
30-08-2019
-
+


მიმდინარე წლის 16  სექტემბერს ახალი 2019-2020 სასწავლო წელი იწყება. სწავლის დაწყებას სკოლები გარკვეული ცვლილებებით ხვდებიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ კომბინირებულ საგანს,  სადაც ქიმია, ფიზიკა, და ბიოლოგია ერთ სახელმძღვანელოში იყო გაერთიანებული. ახალი სასწავლო წლიდან  მე-7 კლასში ფიზიკა და ბიოლოგია დამოუკიდებელ საგნად ისწავლება, ქიმია კი მე-8 კლასიდან დაემატება.

რამდენად გააუმჯობესებს კომბინირებული საგნის გაყოფა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას და მათი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმება ხომ არ დაუკარგავს ინტერესს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ? - ამ საკითხებზე სასაუბროდ etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

გორის მუნიციპალიტეტის დიცის საჯარო სკოლის დირექტორი - ელიზავეტა ხაბაზიშვილი:

„მივესალმები აღნიშნულ რეფორმას, თუმცა ვთვლი, რომ მე-7 კლასში ქიმიაც უნდა ისწავლებოდეს. რაც შეეხება საატესტატო გამოცდების გაუქმებას, ჩემი აზრით, თუ საგანს კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან და სკოლები შესაბამისი ლაბორატორიებით იქნება აღჭურვილი, ამ საგნების სწავლის მიმართ მოსწავლეების ინტერესი უფრო გაიზრდება“.

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი - რამინ ხინიკაძე:

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცალკე საგნებად სწავლება ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასაც ხელს შეუწყობს. იმ შემთხვევაში თუ სასწავლო პროცესი წარმატებით წარიმართა. ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესს არ დაკარგავენ“.

ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორი - მურმან ზაქარაძე:

„ვფიქრობ, კომბინირებული საგნის გაყოფა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას აუცილებლად გააუმჯობესებს. ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ცალკე სწავლება ჩემი აზრით, ამ საგნების მიმართ მოსწავლეების ინტერესს უფრო მეტად გაზრდის და სულ მალე შესაძლოა, კარგი ფიზიკოსები, ქიმიკოსები და ბიოლოგები გვყავდეს“.

გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი - მიხეილ ბიბილაშვილი:

„ჩვენი სკოლის ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის პედაგოგები ხშირად კამათობდნენ, რომელი ჩაატარებდა კომბინირებული საგნის გაკვეთილებს. აღნიშნული რეფორმის შემდეგ ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და პედაგოგებს შორის დავაც აღარ იქნება. რაც შეეხებათ მოსწავლეებს, ვთვლი, რომ მათ სწავლის მოტივაცია ისედაც არ გააჩნიათ. ამიტომ, კომბინირებული საგნის გაყოფა ჩემი აზრით, მათ აკადემიურ მოსწრებას არ გააუმჯობესებს. საატესტატო გამოცდების გაუქმებას  კი ნამდვილად არ ვეთანხმები“.

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ ყურაშვილი:

„ჩემი აზრით, აღნიშნული რეფორმა ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. სკოლაში მიღებული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საწყის ეტაპებს შეისწავლიან, სწავლების თვალსაზრისით უკეთეს შედეგს მივიღებთ. საატესტატო გამოცდებს მოსწავლეები იძულებით აბარებდნენ. ძალადობა კი არ შეიძლება. ვფიქრობ, საზოგადოების თვალსაწიერში აუცილებლად დამკვიდრდება აზრი, რომ როცა მოსწავლე სკოლას ამთავრებს, ზოგადი განათლება უნდა გააჩნდეს. ძალადობას კი ყოველთვის ნებაყოფლობითობა ჯობია“.

გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დირექტორი - მაია ტოლიაშვილი:

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაყოფას მას შემდეგ ვითხოვთ, რაც აღნიშნული საგნები გაერთიანდა. ქიმის მე-8 კლასში გადატანა სამწუხარო ფაქტია, რადგან მე-10 კლასში საათების სიმცირის გამო პროგრამა ყოველთვის გაუვლელი გვრჩება. რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, ვთვლი, რომ აღნიშნული გამოცდების გაუქმებით მოსწავლეებს ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ არ დაეკარგებათ, რადგან ეს საგნები აქამდეც არ აინტერესებდათ".

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი - თამარ ბერიძე:

„აღნიშნული რეფორმა ჩემთვის მისაღებია, რადგან პედაგოგები საგნის სწავლების აკადემიურ ხარისხს მეტ ყურადღებას მიაქცევენ. გარდა ამისა, საგნები უფრო დაიხვეწა, საკითხებმაც მოემატა, წიგნები კი ბევრად უფრო მისაღებია, თუმცა ქიმიის მე-8 კლასში გადატანას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმება ნაჩქარები გადაწყვეტილება იყო, რადგან მოსწავლეებმა  ჯერ კიდევ ვერ გააანალიზეს ამ საგნების მნიშვნელობა. ნიადაგი არ არის  მომზადებული იმისთვის, რომ მოსწავლეები არა გამოცდაზე, არამედ, ცოდნაზე იყვნენ ორიენტირებულები“.

გორის მუნიციპალიტეტის შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო გარსევანიშვილი:

„ქიმიის პედაგოგი ვარ და კომბინირებული საგნების გაყოფას ნამდვილად ვეთანხმები, რადგან სახელმძღვანელო რეალური ინტეგრაციის საშუალებას არ იძლეოდა და სწავლების თვალსაზრისით შედეგიც არ მოგვცა. ჩემ მიერ ჩატარებული ყველა გაკვეთილი მოსწავლეებისთვის საინტერესო და ინტეგრირებული იყო. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესს არ დაუკარგავს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის დირექტორი - ალექსანდრე ნიქაბაძე:

„გამოცდილება გვიჩვენებს, გააუმჯობესებს თუ არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაყოფა მოსწავლეთა აკადემიურ ხარისხს. საატესტატო გამოცდების გაუქმებით ჩემი აზრით, მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი არ დაეკარგებათ“.

გორის მუნიციპალიტეტის აძვის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო ბიძინაშვილი:

„ვთვლი, რომ საბუნებისმეტყველო საგნების ცალკე სწავლება სასწავლო პროცესს აუცილებლად გააუმჯობესებს და მოსწავლეების ცოდნაზეც მოახდენს გავლენას. თუ მოსწავლეს სწავლა უნდა, ის აუცილებლად ისწავლის. გულწრფელად გითხრათ,  საატესტატო გამოცდების ჩაბარებით მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია არ გააჩნდათ. პირიქით, დიდი სტრესი მიიღეს, რაც ნამდვილად  დაბრკოლება იყო მათთვის ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს მხოლოდ გამოცდისთვის სწავლობდნენ და არა ცოდნის მისაღებად“.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება