| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვა. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის ინტეგრირებასა გულისხმობს.
ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა Microsoft-ის ექსპერტთან განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტს, რომელიც შემოდგომიდან განხორციელდება და საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით ხელმისაწვდომი გახდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისათვის დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“ - სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა „მაიკროსოფტთან“. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართული ენა ინტეგრირდეს Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოში განათლების სისტემაში გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
განათლების სამინისტროს ცნობით, ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ