სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 11 აგვისტომდე გაუმართლებთ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
07-08-2019
-
+


მიხეილ ცაგარელი თავის „იუთუბ“ არხზე 5-11 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. გაგაცნობთ მოკლედ...

ვერძებისთვის დინამიური და აქტიური პერიოდია. გაიზრდება თქვენი პოპულარობა და წარმატებისთვის და იღბლისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ისიამოვნეთ ცხოვრებით, თქვენი  შარმი, ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი ძალიან კარგია.

კურო სასურველია მშვიდი ენერგორიტმზე გადაერთოს. უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. კარგი პერიოდია ცვლილებებისთვის ოჯახში, დასვენებისთვის, ჯანმრთელობა პრობლემურია, მაგრამ მატერიალური დივიდენდების მიღება შესაძლებელი. კარგია საოჯახო ბიზნესის დაწყება.

ტყუპებს კარგი, აქტიური, ენერგიული პერიოდი აქვს. იმატებს თქვენში ინტუიცია და იგრძნობთ როდის არის სასურველი საქმის დაწყება. დიდია შანსი სასიყვარულო და საქმიანო პარტნიორების მოსაძებნად.

კირჩხიბის ენერგოტონუსი დაბალია. ნუ გადაიტვირთებით და საირსკო მოქმედებებს ხელს ნუ მოკიდებთ. დაძაბულობა გარშემო პერიოდულად თავს იჩენს. თუმცა საქმიანობის კუთხით დიდი შანსები გაქვთ, შეიძლება მაღალანაზრაურებად საქმეს გამოჰკრათ ხელი.

ლომის კვირის მთავარი ფავორიტია. ძალიან აქტიური, ენერგიული, ქარიზმატული. ბრწყინვალე ორატორი. გაიზრდება თქვენი ამბიციები, სურვილი, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეთ. მთლიანობაში პერიოდი სასიკეთო და ყოველმხრივ დადებითია.

ქალწულის ენერგოტონუსი დაბალია. მოერიდეთ მნიშვნელოვან საქმეებს. დაასრულეთ ძველი საქმეები ან ყოველდღიური რუტინით შემოიფარგლეთ. ძალიან კარგია დასვენება. ეს პერიოდი კარგია დასასრულისთვის და არა ახალი საქმეების დასაწყებად.

სასწორს კარგი პერიოდი აქვს, ენერგოტონუსი მაღალი აქვს და ფსიქოემოციური მდგრადობა. შეიძლება ახალი ურთიერთობებიც დაიწყოთ ან ძველი აიყვანოთ მაღალ დონეზე. შესაძლებელია ახვიდეთ სოციალურად მაღალ საფეხურზე და საოჯახო საქმეებმა მეორე პლანზე გადაიწიოს.

მორიელს სასიკეთო პერიოდი აქვს და აქტიურობის შედეგად წარმატებას მიაღწევს. თუმცა გაითვალისწინეთ რომ თქვენი ენერგოტონუსი მცირდება და ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო პერიოდია.

მშვილდოსნების მხარეს არის იღბალი. ძალიან კარგია შეხვედრებისთვის, ახალი კონტაქტებისთვის. დასახეთ თქვენი გეგმები და მატერიალიზაცია მოახდინეთ. პოპულარობის გაზრდის კუთხით საუკეთესო პერიოდია.

თხის რქას დინამიური პერიოდი გაქვთ, ამ დროს შეიუძლება შინაგანმა ტრასფორმაციამ იჩინოს თავი და შეიძლება უნარ-ჩვევებიც კი შეიცვალოთ. ზოგიერთი თქვენთანაგი შეიძლება მატერიალურ წყაროების სიახლოვეს აღმოჩნდეს.

მერწყულებს კარგი პერიოდი აქვთ. პარტნიორები ახალი მწვერვალების დასაპყრობად დაგეხმარებათ. შესაძლებელია ახალი პარტნიორების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თქვენს თვითრეალიზაციას.

თევზებს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გიწყობთ ხელს, თუმცა თუ მშვიდად იქნებით და დაისვენებთ, პრობლემა არ იქნება. შესაძლებლობები გაქვთ საქმიანი კუთხით, თუმცა არამდგრადი ჯანმრთელობის გამო, მაინც ნუ გადაიტვირთებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება