სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტი, რომელმაც ინგლისურში მაქსიმალური - 80 ქულა მიიღო
05-08-2019
-
+


ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულმა, დავით ადამიამ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 80 ქულა აიღო. როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მიღებული შედეგები თავიდან ბოლომდე მისი შრომისა და სკოლის მიერ მიცემული განათლების დამსახურებაა.

„კომპიუტერული მეცნიერებების ან კომპიუტერული ინჟინერიის კუთხით ვფიქრობ სწავლის გაგრძელებას. კონკრეტული უნივერსიტეტი ჯერ არ ამირჩევია, თუმცა რამდენიმე უნივერსიტეტზე ვფიქრობ. ინგლისურში 80 ქულა ავიღე, ძალიან მემარტივა. ასევე კმაყოფილი ვარ  უნარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგებით, თუმცა მათემატიკაზე იმავეს ვერ ვიტყვი. ბევრად რთული იყო შარშანდელ ტესტთან შედარებით. განსაკუთრებით ტესტების ნაწილი იყო რთული“, - გვითხრა დავით ადამიამ.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შედეგებით კმაყოფილია სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილიც.

„სკოლაში 1 100 მოსწავლეა და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა არის. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ეროვნულ გამოცდებში ჩვენი ბავშვების წარმატებას. მე-12 კლასელებისთვის გაკვეთილები მისაღები გამოცდების დაწყებამდე გრძელდება და შემდგომაც გვაქვს ხოლმე კონსულტაციები და შეხვედრები ბავშვებთან. წელს ჩვენმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, დავით ადამიამ აიღო უმაღლესი - 80 ქულა ინგლისური ენის ტესტში, ძალიან გახარებულები ვართ ამ ამბით.

ასევე გვყავს მოსწავლეები, რომლებმაც 79 ქულა მიიღეს. ზოგადად კი ჩვენი კურსადმთავრებულების 40%-ზე მეტმა 70 ქულა მიიღო ინგლისური ენის გამოცდაში, რაც ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა. თითოეულმა მოსწავლემ ძალიან ღირსეული შედეგი აჩვენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ასევე ვიცით უკვე რომ ჩვენი 5 მოსწავლე სწავლას უცხოეთში გააგრძელებს - 2 ამერიკაში, 2 ინგლისში და ერთი გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები დამატებით არ ემზადებიან, აღნიშნული შედეგები კი სკოლაში მიღებული ცოდნის შედეგად აჩვენეს. თავად სკოლაში ტარდება დამატებითი მეცადინეობები იმისთვის რომ ბავშვებმა ეროვნულ გამოცდებზე ღირსეული შედეგი აჩვენონ და სკოლასაც სახელი მოუტანონ“, - განაცხადა მამუკა მესხიშვილიმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება