სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვისთვის ბაღში მისვლა სტრესად არ იქცეს
04-08-2019
-
+


პატარასთვის საბავშვო ბაღში მისვლა თითქმის ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ბავშვს, რომელსაც მანამდე ფაქტობრივად არც ერთი წუთი გაუტარებია მშობლების, თუ სხვა ახლობელი ადამიანების გარეშე, მოულოდნელად უცხო გარემოში ტოვებენ, რაც მას თავისთავად სტრესულ სიტუაციაში აგდებს.

რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვმა არ განიცადოს პირველი დღეები, რომელსაც ის საბავშვო ბაღში გაატარებს და არც მომავალში დაეზაროს იქ წასვლა? ამ საკითხთან დაკავშირებით „ეტალონი“  საბავშვო ბაღის მეთოდისტს, მარიკა ხარაზიშვილს ესაუბრა.

- სანამ საბავშვო ბაღში აქტიური სასწავლო პროცესი დაიწყება და  ბავშვი დაიწყებს იქ სიარულს, მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს ამ დაწესებულებაში და გარემოს შეაჩვიოს. სანამ სწავლა დაიწყება, პერსონალი მივდივართ და ვამზადებთ გარემოს თუ დოკუმენტაციას. ამ პერიოდში სასურველია ბავშვი მოიყვანოს მშობელმა, ბებიამ ან ძიძა, ეს იქნება დღეში 15 წუთი, ნახევარი საათი თუ 1 საათი, რათა შეეგუოს იმ გარემოს, მაგიდას, კარადას თუ ა.შ. სხვადასხვა ფსიქიკის მქონე ბავშვები არსებობენ. აუცილებელია, თითოეული ბავშვის ფსიქიკა ბაღის პერსონალმაც შეისწავლოს მანამ, სანამ სწავლა დაიწყება. მშობელსაც არ უნდა ერიდებოდეს, ყველაფერი აღიაროს. იმიტომ კი არ ვეკითხებით რამეს, რომ მერე გავკიცხოთ და ვუთხრათ, რომ ის ცუდი დედაა, არამედ იმიტომ, რომ ბავშვმა ჩვენთან თავი კომფორტულად იგრძნოს, რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს. როცა ბავშვი კარგადაა და არ ნერვიულობს, მასწავლებელიც მშვიდადაა. შეიძლება ბავშვს სჭირდებოდეს ლოგოპედის თუ ფსიქოლოგის დახმარება და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ.

- ამის შესახებ მშობელს მაშინვე აფრთხილებთ, როგორც კი ის ბავშვის საბუთებს შემოიტანს ბაღში?

- რა თქმა უნდა, ვეუბნებით, მაგრამ ზოგჯერ არ გვთანხმდებიან. ხშირად ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მართლა არ სცალიათ, მუშაობენ. თუ არ მუშაობენ და დრო არაა პრობლემა, შესაბამისი კომპეტენცია არ ჰყოფნით, რომ დაგვიჯერონ.

- 2-3 და 5 წლის ბავშვებს ერთი და იგივე პრობლემა აქვთ -  უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება?

- მიჩვევის პერიოდი ყველას აქვს. თუ ასაკი მაღალია, უფრო ნაკლები დრო სჭირდება მისაჩვევად, პატარას - უფრო მეტი. გადასალახი პერიოდი ყველას აქვს. თავიდან მშობელი უნდა დარჩეს ბავშვთან ერთად ჯგუფში და ჭამაში, თამაშში მიეხმაროს. პირველ დღეებში 1-2 საათი შეიძლება დარჩეს დედა, მერე ნელ-ნელა მოაკლებს დროს და შემდეგ სიხარულით მორბიან ხოლმე ბავშვები, თვითონვე ითხოვენ ბაღში წაყვანას.

კითხვარები გვაქვს, რომელიც მშობელმა უნდა შეავსოს და მაგალითად, თუ რაიმე უყვარს ბავშვს, იმას დავახვედრებთ ბაღში მოსულს.  მაგალითად, აუტისტური სპექტრის ბავშვებს, გარკვეული ფერები თუ ფიგურები უყვართ. არ უყვართ ხმაური და ამ დროს იმალებიან... ზოგი, კალამი რომ დავარდება, იმის გამო ყურებზე ხელს იფარებს, მაგრამ ზოგს, მანქანაც რომ ამოტრიალდეს, რეაქცია არ აქვს. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ვსწავლობთ თითოეულ ბავშვს ფსიქოლოგთან და პედაგოგთან ერთად და ვუქმნით შესაბამის გარემოს.

- ანუ მშობელმა უნდა მოყვეს დაუფარავად, როგორია და რა პრობლემა აქვს მის შვილს?

- დიახ და მერე მასწავლებელიც აკვირდება ბავშვს თამაშის დროს. ერთ აუტისტური სპექტრის ბავშვს ლურჯი კუბიკები უყვარდა და ყველამ იცოდა, რომ ამ ფერის კუბიკებისთვის ხელი არ უნდა ეხლოთ, თორემ ის ძალიან გაბრაზდებოდა. მიარბენინებდნენ და წინ უდებდნენ იმ კუბიკებს. მსგავსი ფაქტების გამო, მე პირადად, მომხრე ვარ, შერეული ასაკობრივი ჯგუფებისა, რადგან ასეთ დროს ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ, ემპათიის განცდა  და სოციალურ-ემოციური უნარები უვითარდებათ, რაც პიროვნების ჩამოყალიბებისთვის სამომავლოდ აუცილებელია.

ბავშვებმა დროის აღქმა არ იციან, მაგრამ ბავშვი ფსიქოლოგიურად მომზადებული უნდა იყოს, რომ როცა ის პირველად დალევს ჩაის, მერე მიირთმევს ვაშლს, იმის მერე რომ სუპს მიუტანენ და შეჭამს, მერე დედა აუცილებლად მივა მის წასაყვანად. რაც მთავარია, ბავშვი არ უნდა მოატყუოს მშობელმა. სუპს რომ შეჭამს, თეფშების ალაგების ხმაური ატყდება და მშობელი არ ჩანს, მერე იწყება დიდი ამბავი. ჩვენ ვმუშაობთ მერე იმ ბავშვთან და ვაგვარებთ გარკვეულწილად, მაგრამ განსაკუთრებით პირველ დღეებში ვერ ვაჯერებთ, რომ დედა აუცილებლად მოვა. ასეთ დროს ყველა, მთელი ადმინისტრაცია, დირექტორის ჩათვლით ვეხმარებით აღმზრდელს. არიან ბავშვები, რომლებიც ვერასოდეს ეგუებიან ამ ამბავს. გაგვყავს ეზოში, შეგვყავს იმ ჯგუფში, სადაც შეიძლება მისი ნაცნობი იყოს...

11 წელია ამ სფეროში ვარ და ორი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ვერაფრით შეეგუა ბავშვი ბაღს და სკოლამდე სახლში იყო, ვერც ერთი ბაღი ვერ აიტანა. ერთი ნაცნობი მყავს და ის საბავშვო ბაღში როგორი იყო არ ვიცი, მაგრამ ახლა ის ბიჭი მალე სკოლას ამთავრებს, წვერს იპარსავს უკვე და დედამისს დღემდე უჭირავს მისი ჩანთა და ასე დადიან ორივე ერთად სკოლაში.  კარგი იქნება, სპეციალური კურსები არსებობდეს, სადაც პროფესიონალები მშობლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. ბევრმა მშობელმა დღემდე არ იცის, რა არის უკეთესი მათი შვილისთვის და ბევრ შეცდომას უშვებენ...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

რა საკითხები შეიძლება მოვიდეს მასწავლებლეთა გეოგრაფიის გამოცდაზე - რეკომენდაციები და რჩევები ტრენერისგან

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება