სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მოერიდეთ გარეთ ხორციანი საკვების, კრემიანი ნამცხვრის ჭამას...“- ექიმი დავით გადელია მოსახლეობას აფრთხილებს
01-08-2019
-
+


ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში ნაწლავურ ინფექციებზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

„წელს, საბედნიეროდ, ნაწლავური ინფექციები არაა შარშანდელივით გავრცელებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება. ათი დღის წინ, სამი ბიჭუნა მოიყვანეს - 16, 18, 21 წლები (არა ერთდროული შემთხვევა). ორ მათგანს - ეშერიხიოზი, სავარაუდოდ სწრაფი კვების ობიექტზე დაავადნენ. სამივეს უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდათ და აქამდე რეანიმაციაში იმყოფებიან. 

მხოლოდ ახლა, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე პირდაპირ არ ემუქრებათ, ცოტა შვება მომეცა და ვწერ. სამივეს გათიშული ჰქონდა ტოქსინისგან თირკმელი და ხელოვნურ თირკმელზე იყვნენ. ერთ მათგანს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აუმუშავდა და კვლავ რჩება დიალიზზე. ღმერთმა ქნას, აღდგეს - არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. 

მთელი კლინიკა, მათი ყოველდღიური მდგომარეობით და მკურნალობით ვცხოვრობთ. 

კიდევ ერთხელ:

  • დაიბანეთ ძალიან ხშირად ხელები!!!
  • მოერიდეთ საეჭვო ჰიგიენური მდგომარეობის მქონე (უმეტესად ეს - თვალითაც ჩანს) საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ჭამას!!
  • საერთოდ, ზაფხულის პერიოდში, მოერიდეთ გარეთ ხორციანი საკვების, კრემიანი ნამცხვრის ჭამას ( სხვა პროდუქტიც საშიშია, ინფექციის თვალსაზრისით)!!
  • სახლში კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი!"

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება