სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის I და III ვარიანტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარმა დაიწია
31-07-2019
-
+


2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის I და III ვარიანტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარმა ანუ გამსვლელმა ქულამ დაიწია.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, I და III ვარიანტებში გამსვლელი ქულა არის 22, II და IV ვარიანტში კი - 24.

„მოგეხსენებათ, ზოგადი უნარების შემთხვევაში არსებობდა ტესტის 4 ვარიანტი და თითოეული ვარიანტი შეიძლება სირთულის მიხედვით განსხვავდებოდეს. იმისათვის რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ხდება ქულების გათანაბრება და დგინდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. სტატისტიკური დამუშავების შედეგად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ გამსვლელი ქულა I და III ვარიანტებში არის 22. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ წერეთ I და III ვარიანტი და მიიღეთ 22 ქულაზე ნაკლები, ეთიშებით საგამოცდო პროცესს. რაც შეეხება II და IV ვარიანტებს, გამსვლელი ქულა არის 24. შესაბამისად, აბიტურიენტებმა, რომლებმაც ტესტის ამ ვარიანტებში მიიღეს 24 ქულაზე ნაკლები, გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს“,-აღნიშნა გორგოძემ.

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი

ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

ასევე იხილეთ: რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულა? - სტატისტიკური მონაცემები

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზღვარი ვერ გადალახა

„ვეცდებით, აბიტურიენტებს შემდეგი კვირის ბოლოს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ შედეგებზე“ - სოფო გორგოძე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება