სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ბავშვთა კონფლიქტი საბავშვო მოედანზე - როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები
24-07-2019
-
+


ბავშვები იზრდებიან, იწყებენ სოციალიზებას, სწავლობენ თანატოლების კოლექტივში ყოფნას, ეს კი ნიშნავს, რომ ჩხუბი და კონფლიქტი გარდაუვალია. უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი?

კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, გატეხილი სათამაშოთი დაწყებული, ამ სათამაშოს არგაზიარების სურვილით დამთავრებული. ამასთან, ბავშვებს შეუძლიათ არა მხოლოდ ტირილი, არამედ ცემა, კბენა, ერთმანეთისთვის სათამაშოების სროლა. როგორ კონფლიქტებში ღირს ჩარევას და როდის არის საჭირო მხოლოდ დაკვირვება და ბავშვისთვის სიტუაციის თავად მოგვარების შესაძლებლობის მიცემა?



თუ მოხდა ჩხუბი, არ არის საჭირო ხმის აწევა, ნუ უყვირებთ ნურც საკუთარ შვილს და მით უმეტეს სხვისას. გაიყვანეთ ბავშვი გვერდით, დაამშვიდეთ და შემდეგ გაარკვიეთ, რა მოხდა.

თუ თქვენი შვილი დაზარალდა, მაგალითად, ვიღაცამ გატეხა მისი სათამაშო ან დაარტყა, მშვიდად წაუყენეთ პრეტენზიები მის მშობლებს. თუ მშობლები არ რეაგირებენ ან ყვირილით და უხეშობით გპასუხობენ, უკეთესია მოედანი დატოვოთ და შეეცადეთ არაადეკვატურ ადამიანებთან აღარ გადაიკვეთოთ.

ყველაზე ხშირად კამათს სათამაშოები იწვევს და აქ ყველაფერი ასაკზეა დამოკიდებული. დაახლოებით წლინახევრიდან ბავშვს ესმის, რომ სათამაშოა მისია და არ სურს მისი სხვისთვის გაზიარება, მაგრამ ამავე დროს, სხვისი სათამაშოებით თამაში უნდა. მნიშვნელოვანია თანდათანობით ბავშვს სათამაშოების გაცვლა ვასწავლოთ. ეს მარტივია თუ თქვენი შვილი ერთსა და იმავე ბავშვებთან თამაშობს. როდესაც ბავშვს მეგობრები ჰყავს, იგი მარტივად მიდის კომპრომისზე.

არ წაიღოთ პარკში ძვირადღირებულ ან ახალი სათამაშოები, გახსოვდეთ, რომ ისინი შეიძლება დაგავიწყდეთ, დაკარგოთ, ვიღაცამ შესაძლოა შემთხვევით გატეხოს. არ აიძულოთ თქვენი შვილი სხვას გაუზიაროს სათამაშო თუ მას ეს არ უნდა.

ასწავლეთ ბავშვს ქცევის წესები წინასწარ, მანამდე სანამ, პარკში გაიყვანთ. მაგალითად, სხვები არ დაჩაგროს, არ იჩხუბოს და სხვას პირველი არ დაესხას თავს, ასწავლეთ მოლაპარაკება.

მნიშვნელოვანი წესები მშობლებისთვის




  • საბავშვო პარკებში ბავშვს თვალი უნდა ადევნოთ, არა იჯდეთ ტელეფონთან ან იკითხოთ წიგნი, განსაკუთრებით, თუ ბავშვი კონფლიქტურია. ითამაშეთ ბავშვთან და ხარისხიანად გაატარეთ დრო.
  • მოერიდეთ შენიშვნებს და ნუ გაუკეთებთ კომენტარს სხვა ადამიანების ქცევას.
  • თქვენს ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს სუფთა წყალი, ჭრილობების დასამუშავებელი ანტისეპტიკური საშუალება, წებოვანი ლენტი და ბინტი. რადგან სათამაშო მოედანზე ბავშვები ხშირად შავდებიან. 
  • ასწავლეთ ბავშვს მოერიდოს საფრთხეს: გზას, ველოსიპედისტებს და ა.შ.
  • ასწავლეთ ბავშვს სათამაშოების გაცვლა ან საკუთარი უფლების დაცვა არ მისცეს არავის არაფერი, თუ არ უნდა.
  • თუ ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია, უფლება მიეცით თავად გადაჭრას კონფლიქტი, მაგრამ აუცილებლად დააკვირდით, რომ თუ საჭირო გახდა, ჩაერიოთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება