სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთო სამაგისტრო გამოცდა დაიწყო - ტესტის მაქსიმალური და მინიმალური ქულები
17-07-2019
-
+


მაგისტრანტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს 15:00 საათზე, გამოცდა კი 16:00 საათზე დაიწყო. აპლიკანტები B ტიპის ტესტს აბარებენ.

წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა; გამოცდები 24 ივლისს დასრულდება.

გასული წლის მსგავსად, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებულია სამი სხვადასხვა - A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი.

საერთო სამაგისტრო გამოცდები ოთხი ნაწილისაგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მხოლოდ 100 %-იანი დაფინანსება გაიცემა.

იხილეთ საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები ტესტის ტიპების მიხედვით:

  • წაკითხულის გააზრება - 75 წუთი, მაქსიმალური ქულა - 21, გამსვლელი ქულა - 6,4;
  • ანალიტიკური წერა - 70 წუთი, მაქსიმალური ქულა - 20, გამსვლელი ქულა - 7,0;
  • ლოგიკური მსჯელობა - 70 წუთი, მაქსიმალური ქულა - 17, გამსვლელი ქულა - 5,2;
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 75 წუთი, მაქსიმალური ქულა - 20, გამსვლელი ქულა - 5,2.

სამაგისტრო გამოცდა ტარდება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით: მაგისტრანტობის კანდიდატი ეკრანზე ხედავს ტესტურ დავალებებს, ხოლო პასუხებს წერს მისთვის განკუთვნილ პასუხების ფურცელზე. გამოცდაზე მაგისტრანტობის მსურველი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელზეც მითითებულია გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან. საერთო სამაგისტრო გამოცდის პარალელურად მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასევე, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება