სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​​​საშინლად რთული იყო, ერთი პედაგოგი 15 წუთში გამოვიდა“- შეფასებები დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნების გამოცდიდან
12-07-2019
-
+


დღეს, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა) კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდნენ.

როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, გამოცდა რთული იყო:

„რთული იყო, განსაკუთრებით ბუნებისმეტყველება. მაღალი კლასის საკითხებიც იყო მოსული, არადა მე  I-დან  IV კლასის ჩათვლით საკითხებს ველოდი. რა გითხრათ, საკმაოდ დათრგუნული გამოვედი, იმდენად ვინერვიულე, საკითხებიც კი აღარ მახოვს რა შემხვდა“,- გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა, რომელიც დაწყებითი კლასების ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნებს აბარებდა.

„რთული იყო, ისეთი საკითხებია. ბუნებისმეტყველებაც ასე თუ ისე რთულია. ქართულში გრამატიკას დიდი ყურადღება ჰქონდა დათმობილი. ანალიტიკური თემაც რთული იყო“,-განაცხადა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

„ბუნება რთული არ ყოფილა. ქართული უფრო რთული იყო, გრამატიკა იყო ძირითადად. ზოგადად, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. თანაც, დაწყებითის გარდა, უფრო მაღალი კლასის მასალასაც გეკითხებიან, არადა როცა აფიქსირებ რომ  I-დან  IV კლასის ჩათვლით გინდა გამოცდის ჩაბარება და შემდეგ უფრო მაღალი კლასის დონე გხვდება, არასწორია. დაწყებითის საფეხურზე გადიან მათემატიკის მასწავლებლები და მერე გვართმევენ საათებს. არადა, ზედა საფეხურზე არ გადიან, რადგან რთულია. ისეთი საკითხებია დაწყებით კლასებში საერთოდ რომ არ გაქვს შეხება. მე არც ტრენინგზე მივლია. რა თქმა უნდა, შეიძლება გააკეთო, მაგრამ მომზადების გარეშე რთულია. უნარები ჩავაბარე, კმაყოფილი ვარ, საგანში თუ ვერ ავიღე ისეთი ქულა, მოვემზადები და მერე კიდე ჩავაბარებ. ჩვენთან რაიონში კადრიც არ არის რეალურად“,- გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა.

„პედაგოგი ვარ, მაგრამ წელს პირველად გავედი გამოცდებზე. მხოლოდ უნარებზე ვემზადებოდი, ტრენინგები გავიარე, საგნის გამოცდებისთვის დიდად არ მოვმზადებულვარ. გამოცდა რთული და საშინელება არ ყოფილა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ადვილი იყო. ყველაზე მეტად ქართულის ანალიტიკური დავალება გამირთულდა, დანარჩენი დიდად არ გამჭირვებია“, - გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა კიდევ ერთმა აპლიკანტმა.

„​საშინელება იყო, ერთი პედაგოგი 15 წუთში გამოვიდა გამოცდიდან, აზრი არ აქვს, მაინც ვერ დავწერო და გამოვიდა. ფიზიკა, ქიმია ყველაფერი შედიოდა, საშინლად რთული იყო. მაღალი კლასის მასალას გეკითხებოდნენ. პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო. მესამედ გამოვდივარ გამოცდაზე და ყოველ წელს უფრო მეტად რთულდება. 31 წელია სკოლაში ვასწავლი, მაგრამ საშინლად გამიჭირდა, სხვა რა გითხრათ არ ვიცი“,- გვითხრა კიდევ ერთმა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს საგამოცდო ცენტრებში I სესიაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 88%-ზე მეტი გამოცხადდა, II სესიაზე კი - 85%-ზე მეტი აპლიკანტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება