სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

რა შემთხვევაში დაემატებათ აბიტურიენტებს საგამოცდო დრო და რის მიხედვით გადანაწილდნენ საგამოცდო ცენტრებში - ინტერვიუ მაია გაბუნიასთან
21-06-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე კვირაზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი. აბიტურიენტებს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 1-ელ ივლისს ჩაუტარდებათ, მანამდე კი etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან ინტერვიუს გთავაზობთ.

რამდენი ხნით ადრე უნდა გამოცხადდნენ აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში, შეუძლიათ თუ არა საგამოცდო ბარათის შავ-თეთრ ფორმატში ამობეჭდვა, რისი შეტანის უფლება აქვთ გამოცდაზე და რა შემთხვევაში შეიძლება აპლიკანტებს დრო დაემატოთ - ამ და სხვა აბიტურიენტებისთვის საინტერესო თემაზე ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია გვესაუბრა.

- ორიოდე დღის წინ აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა რომელ საგამოცდო ცენტრებში მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, რამაც მათი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან შესაძლოა საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტს საცხოვრებელთან ახლოს აქვს, თუმცა მას გამოცდის ჩაბარება გაცილებით შორს მდებარე  ცენტრში უწევს. იქნებ გვითხრათ როგორ ხდება საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების გადანაწილება?

- აბიტურიენტების გადანაწილება შემთხვევითობის პრინციპით ხდება. ეს არ არის მიბმული აბიტურიენტთა საცხოვრებელ მისამართთან, კომპიუტერი პროგრამულად შემთხვევითობის პრინციპით ანაწილებს ყველა აპლიკანტს არსებულ საგამოცდო ცენტრებში.

- აპლიკანტებს უკვე შეუძლიათ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და შესაძლებელია თუ არა ბარათი შავ-თეთრად იყოს ამობეჭდილი?

- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საგამოცდო ბარათი შავ-თეთრად იქნება ამობეჭდილი თუ ფერადი იქნება. მნიშვნელოვანია, ბარათი იყოს კითხვადი და მასზე დატანილი შტრიხ კოდი ხარვეზების და წყვეტის გარეშე ჩანდეს. ნამდვილად არ არის აუცილებელი ბარათი ფერადი იყოს.

- შეუძლიათ თუ არა აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათი რამდენჯერმე ამობეჭდონ იმ შემთხვევაში თუ დაეკარგებათ?

- აპლიკანტებს საგამოცდო ბარათი რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ შეუძლიათ ამობეჭდონ, ეს არ არის პრობლემა. ამობეჭდვის შესაძლებლობა მათ გამოცდების პერიოდშიც შეეძლებათ.

- საგამოცდო ბარათზე ასევე დატანილია ინფორმაცია რეგისტრაციის დაწყების შესახებ, რამდენი ხანი გრძელდება რეგისტრაცია?

- ბარათზე დატანილია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც ერთი საათი გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ აპლიკანტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. გადატვირთული გზების გამო, სასურველია აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში ბოლო წუთებში არ მივიდნენ, რადგან ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან. ამიტომ უმჯობესია თუ ცოტა ადრე გამოცხადდებიან გამოცდაზე.

- კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ რისი შეტანის უფლება აქვთ გამოცდაზე აბიტურიენტებს და რისი შეტანა ეკრძალებათ?

- აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ შეიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით და ერთჯერადი ხელსახოცები. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ შეიტანონ გელიანი კალამი. სასტიკად აკრძალულია და ამის გამო შესაძლოა აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნას თუ გამოცდაზე შეიტანს მობილურ ტელეფონს, საათს ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობას.

- ასევე საინტერესოა გამოცდის მიმდინარეობისას, საჭიროებისამებრ, აქვთ თუ არა აბიტურიენტებს გამოცდიდან გამოსვლის და შემდგომ უკან დაბრუნების უფლება?

- რა თქმა უნდა, აბიტურიენტებს ენებათ ამის შესაძლებლობა, შესაბამის ინფორმაციას ოქმში აღნიშნავს მეთვალყურე. აპლიკანტი ჩვეულებრივ შევა სექტორში და გააგრძელებს მუშაობას, თუმცა აბიტურიენტს ეს დრო გამოცდაზე არ დაემატება.

- რა ხდება მაშინ თუ აპლიკანტი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ტოვებს საგამოცდო სექტორს?

- ყველა საგამოცდო ცენტრში, რა თქმა უნდა, არის სამედიცინო პუნქტი, ასევე მობილიზირებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასე რომ ამ მხრივ თითოეული ცენტრი აღჭურვილია. რაც შეეხება სამედიცინო მიზნით საგამოცდო ცენტრის დატოვების შემთხვევას, აბიტურიენტს შესაძლოა დრო დაემატოს არაუმეტეს 20 წუთით. გააჩნია სიტუაციას, შესაძლებელია, რეგისტრაციის გავლის მერე გახდეს აპლიკანტი ცუდად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს სარეზერვო ოთახში განვათავსოთ აპლიკანტი და გარკვეული დროის შემდგომ დაიწყოს მან ტესტზე მუშაობა. სხვადასხვა შემთხვევები შეიძლება იყოს, თუმცა ეს ყველაფერი გათვლილია და მზად ვართ ყველაფრისთვის.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება