სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ედელვაისობა - 2019“ გაიმართა
17-06-2019
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება „ედელვაისობა - 2019“ გაიმართა. (ხელმძღვანელები: მ.ჟორჟოლიანი, ჟ.ბენიძე, დ.ხაჩიძე).

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებიდან საუკეთესო ნომრები (ლექსის მხატვრული კითხვა, სიმღერები, ცეკვები). ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის საუკეთესო საფეხურის კლასები. საშუალო საფეხურის საუკეთესო კლასად დასახელდა Xა კლასი (ხელ-ლი: ფ.გიორხელიძე), საბაზო საფეხურის საუკეთესო კლასად - VIIIბ კლასი (ხელ-ლი: ნ.ჯოხაძე), გამორჩეული კლასი საფეხურებზე გამოიკვეთა - VIIIა კლასი (ხელ-ლი: ქ.ჯიქია) და Vა კლასი (ხელ-ლი: ლ.მანდარია).

დაწყებითი საფეხურის საუკეთესო კლასებად დასახელდნენ:

Iა კლასი - ხელ-ლი: ი.წულუკიძე

Iგ კლასი - ხელ-ლი: მ.წულაია

IIIა კლასი - ხელ-ლი: ე.მეტრეველი

IIIბ კლასი - ხელ-ლი: ა.ნაფეტვარიძე

წლის საუკეთესო პატრიოტული ღონისძიების ტიტული მიენიჭა:

IVგ კლასს - ხელ-ლი: ნ.თუთისანი.

ჩვენ, ქართველები, რომ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები ვართ პირველად სკოლის სცენაზე ამ ტიპის ღონისძიებების საუკეთესოდ ორგანიზებისთვის გამორჩეულ კლასად დასახელდა IVა კლასი - ხელმძღვანელი: თ.ჭუმბურიძე.

დირექციამ მცირედი საჩუქრები გადასცა კათედრის გამგეებს, სკოლის სქემის ფასილიტატორებს, სკოლაში მოქმედი კლუბების ხელმძღვანელებს, კათედრის მიერ დასახელებულ წარმატებულ მასწავლებლებს, დირექციის საპატიო სიგელები გადაეცა სკოლის 170-მდე წარმატებულ მოსწავლეს, ხოლო სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ 130-მდე მშობელს დირექციამ სკოლის სამკერვალო საამქროში მოსწავლეების მიერ შეკერილი წინსაფარი გადასცა სამადლობელ სიგელებთან ერთად.

ღონისძიება შეაფასა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ სკოლამ, 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებულად დასრულებით ვირტუალურად მეხუთედ მოიპოვა „ედელვაისი“. ღონისძიების დასასრულ სკოლის დირექტორმა სიურპრიზი გაუკეთა ღონისძიებაში მონაწილეთ, 25 ივნისს „კინო საქართველოში“ მათთვის სასურველ ფილმზე დასწრება დააანონსა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება