სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განახლების საჯარო სკოლაში  IV კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
17-06-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში  მეოთხე კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის  წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს.

ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს.

„სულ სხვანაირად იმზირება გარემო...
კოპწია გოგონები...
ქოჩორ გადავარცხნილი, თეთრი პერანგებით ბიჭუნები.... 
მღელვარე მასწავლებელი.. 
მომღიმარი მშობლები..
სასიამოვნოა ყველაფერი...
მეოთხე კლასელებს სასკოლო ზეიმი აქვთ, მათ საყვარელ პირველ მასწავლებელს უნდა დაემშვიდობონ...
უხარიათ, უკვე გაიზარდნენ. თან ეშინიათ, ფიქრობენ გაუჭირდებიან მათი საყვარელი ნაზი მასწავლებლის გარეშე. თუმცა იციან მომავალ წელს ასეთივე სიყვარულით დახვდებიან სხვა მასწავლებლები.
ნაზი მასწავლებელს უცრემლოდ ვერ დაემშვიდობნენ, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს...
მადლობა გადაუხადეს და ლამაზი სიტყვებით დაემშვიდობნენ.
გმადლობ ნაზი მასწავლებელო ამაგისთვის.... თქვენ ღირსეული მომავლის ძლიერი საძირკველის მშენებელი ბრძანდებით!“,-ნათქვამია განახლების საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება