| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა ვერა ლობჯანიძემ ინტერაქტიული ვიქტორინა სახელწოდებით: „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“ ჩაატარა.
მოსწავლეები კლასების მიხედვით დაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად, ხოლო მოსწავლეთა აქტიურობა, ჩართულობა და ქცევის წესების დაცვა შეაფასა ჟიურის წევრებმა- ღების საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის მასწავლებლებმა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, წარმატებით გაართვეს თავი დასმულ შეკითხვებს და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ვიქტორინას ესწრებოდნენ ამავე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები.
ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ ათვისებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოვლენის შემოწმება, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა,წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა
შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის შეჯამებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი, ასევე თანამშრომლობის, პრეზენტაციის, ურთიერთპატივისცემის, სხვისი მოსმენისა და აზრის პატივისცემის უნარ-ჩვევები გაუუმჯობესდებათ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული ტიპის ინტერაქტიული მეთოდებით სწავლება, წინარე ცოდნის გააქტიურება, ახალი ცოდნის შეძენა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ