სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება ჩატარდა
14-06-2019
-
+


მარტვილის რაიონის ხუნწის საჯარო სკოლაში ღონისძიება თემაზე „საქართველო დამილოცე ღმერთო“ ჩატარდა. მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები.

ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები. დევნილმა მშობლებმა გაიხსენეს ის პერიოდი როდესაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაიწყო ბრძოლები.

მთელი ღონისძიება პატრიოტული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული.

დასასრულს შედგა ვიქტორინა „კროსვორდი“, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის სადაც გაიმარჯვა, გუნდმა „არგონავტებმა“.

შემდგომი შეჯიბრი, რომელიც საქართველოს ისტორიას ეხებოდა იყო მაღალი საფეხურის მოსწავლეებს შორის, სადაც 3 გუნდი მონაწილეობდა. გაიმარჯვა გუნდმა „აღმაშენებელი“.

დასასრულს, მასწავლეეების და მშობლებისგან შემდგარი გუნდი შეეჯიბრა ერთმანეთს, გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომლის მონაწილეებიც იყვნენ:იზოლდა ფაცაცია, ნინო დანელია, გრიგოლ ბარისოვი, ნუკრი მონიავა, რიტა კუჭავა, ლალი ფაცია და მაია დანელია.

ყველა კატეგორიაში გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ორგანიზატორი ზოია გადელია გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება