| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, ყვარლის N2 საჯარო სკოლაში კი აქტიური ცხოვრება არ წყდება. მეთერთმეტე კლასში ჩატარდა პროექტი გაკვეთილი მეტად საინტერესო სათაურით: „დამშვიდობება ფიზიკასთან“ (უფროსი მასწავლებელი ლეილა ქოჩორაშვილი ).
ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და წარმართული სასწავლო პროცესი,რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა საჭიროებების განვითარება გახლდათ. გაკვეთილი ჩატარდა ჯეოკლასში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ვიდეომასალები, საინტერესო პრეზენტაციები, დაისვა სააზროვნო კითხვები და მოვისმინეთ არგუმენტირებული პასუხებიც.
ყველაზე ნაკლებად გაკვეთილზე მასწავლებელი საუბრობდა, ძირითადად, მუშაობა წარმართეს ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა. ქალბატონმა ლეილამ მოახერხა, რომ თითოეული ბავშვი შეძლებისდაგვარად ყოფილიყო ჩართული მუშაობაში და არავის მისცა საშუალება, მხოლოდ გაკვეთილზე დასწრებით შემოფარგლულიყო. ამას კი იმით მიაღწია, რომ გაკვეთილი დატვირთა თანამედროვე მეთოდებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით.
დიახ,ფიზიკა რთულია, მაგრამ პედაგოგის პროფესიონალიზმმა, თავმდაბლობამ და საკუთარი აღსაზრდელების სიყვარულმა მოსწავლეებსაც შეაყვარა საგანი და ეს ყველაფერში იგრძნობოდა. გაკვეთილის შეფასებისას ამ საკითხს განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი დამსწრე მასწავლებლებმაც.
მართალია, მეთერთმეტე კლასელები ფიზიკას დაემშვიდობნენ, მაგრამ სტანდარტული ცოდნის გარდა, მათ ლეილა მასწავლებლის გაკვეთილებზე შეიძინეს ის ცოდნაც, რომელიც მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდებათ.ფიზიკა მუდამ გაჰყვებათ თან.
ყველაზე სასიამოვნო კი გაკვეთილის ბოლოს მოხდა: სკოლის დირექტორმა გამორჩეულ კლასს გამორჩეული საჩუქარი გაუკეთა- ექსკურსია ილუზიების მუზეუმში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ