სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პროექტში „მოვიშინაუროთ წიგნები“ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი ადგილი მოიპოვეს
13-06-2019
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მანანა მიქავას ორგანიზატორობით გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.

პროექტი „მოვიშინაუროთ წიგნები“ მიზნად ისახავდა კლასგარეშე ლიტერატურის პოპულარიზაციასა და ციფრული წიგნიერების განვითრებას; მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდასა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწას; კითხვის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი და თნამშრომლობითი უნარების განვითრებას.

პროექტის ფარგლებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 25-25 წიგნი წაიკითხეს. წიგნის საერთშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში რაიონის მაშტაბით 16 სკოლა იღებდა მონაწილეობას. პროექტის პირველი ნაწილი წიგნების წარდგინებას დაეთმო.

ყარ-სგურიშის სკოლის სპორტული დარბაზის სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციები. ბავშვები თავიანთი ინტერპრეტაციით აცნობდნენ საზოგადოებას წაკითხული წიგნების შინაარსა და შთაბეჭდილებებს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნაწარმოების თემატიკაზე შექმნილი მაკეტები, პოსტერები, სლაიდები და სპექტაკლები.

ღონისძიების მეორე ნაწილში ლიტერატურული ვიქტორინა გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის საბაზო საფეხურის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები

ასპარეზობდა პირველობისთვის. ყველაზე მეტი ქულა ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაგროვეს და კონკურენტულ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს.

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის გამართულ ვიქტორინაშიც გამარჯვება მასპინძელ სკოლას ხვდა წილად. გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური საჩუქრები, წიგნები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ: რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები. ყარ-სგურიშის სკოლის ადმინისტრაცია ღონისძიების ბოლოს, მიწვეულ სტუმრებს ვახშმით გაუმასპინძლდა.

პროექტი უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მასში აქტიურად არიან ჩართული სვანეთის რეგიონის სკოლები. მომავალი სასწავლო წლიდან „მოვიშინაუროთ წიგნები“ უფრო ფართომასშტაბიან სახეს იძენს, მასში ჩართული იქნებიან დასავლეთ საქართველოს სკოლები.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება