სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიყეთის საჯარო სკოლაში მხიარული ესტაფეტა გაიმართა
13-06-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის, მალხაზ შავაძის სახელობის რიყეთის საჯარო სკოლაში მხიარული ესტაფეტა გაიმართა. 

ღონისძიებაში ორ ჯგუფში გადანაწილებული სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი და ჰქონდა სახელწოდება. პირველ ჯგუფს ერქვა - „ელიტა“, რომელის ლიდერი იყო მე-11 კლასის მოსწავლე გიგლა კოჩალიძე, მეორე ჯგუფსს „ფენიქსს“ კი მე-10 კლასის მოსწავლე ალეკო შანთაძე ლიდერობდა.

ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგები. პირველ ჯგუფს, მაიკო კოჩალიძე, ხოლო მეორე ჯგუფს თეონა კოჩალიძე. ასევე აქტიურად იყო ჩართული სპორტის პედაგოგი ნუგზარ კოჩალიძეც.

„საინტერესოდ და მოტივირებულად წარიმართა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ესტაფეტა, რომელსაც ჰყავდა სპეციალურად შერჩეული კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც  ქულებს ითვლიდნენ.  გაიმარჯვა ჯგუფმა „ელიტამ“.  გამარჯვებულ გუნდს სკოლის დირექტორმა თამაზ კოჩალიძემ თასი და დიპლომი გადასცა. დიპლომი გადაეცა  მეორე ადგილზე გასულ ჯგუფ "ფენიქსაც".
წარმატებები ყველას. მადლობა მოსწავლეებს და ინიციატივის ავტორს თეონა კოჩალიძეს. წინ გამარჯვებისკენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება