სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლამ სტუდენტებს დღესასწაული მოუწყო
11-06-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის, ჩაოს საჯარო სკოლამ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს, ამჟამად სტუდენტებს განსაკუთრებული დღესასწაული მოუწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყოველთვის იამაყებს ამ ახალგაზრდების მიერ მიღწეული წარმატებებით.

„საოცარია ცხელი ზაფხულის ულამაზესი თვე ივნისი, თავისი მშვენიერებით, სიყვარულით, ულამაზესი ყვავილებით და ცამდე ამაღლებული უკვდავებით. ამ დღეს ჩაოს  საჯარო  სკოლაში განათლების ზეიმი იყო... განსაკუთრებული დღესასწაული, რომელიც ჩაოს საჯარო სკოლამ სტუდენტებს მოუწყო. ჩათვლებსა და გამოცდებზე გაწამებული, მაგრამ გამარჯვებული სტუდენტები, ჩვენი სტუმრები იყვნენ. ესენი ის თაობები არიან ცხოვრების ციცაბო კალთებზე სვლაში წარმატებები, რომ სჭირდებათ... დიდი სიხარულითა და სიყვარულით დაათვალიერეს საკლასო ოთახები, ისევ მიუსხდნენ მე-12 კლასის მერხებს, ალბათ ისევ უნდოდათ კვლავ შესულიყო ომარ მასწავლებელი და გაკვეთილი აეხსნა, კვლავ მოეყოლათ ტატოს „მერანი“, გალაქტიონის უსიყვარულოდ.

იხსენებდნენ იმ წლებს, რომელიც ამ სკოლის კედლებში გაატარეს. მათი ბავშვური წლები ხომ ფერადოვანი, მშვიდი, უშფოთველი და საინტერესო იყო! ესენი ის თაობები არიან, რომლებმაც თავიანთი მხრები უნდა შეუდგას 21-ე საუკუნის საქართველოს ... ჩაოს საჯარო სკოლა ყოველთვის იამაყებს ამ ახალგაზრდების მიერ მიღწეული წარმატებებით. სტუდენტობის ლამაზი წლები ბობოქარ მდინარესავით ჩაივლის და შლამს დატოვებს ღრმად გულში. შლამი, რომელიც საამო განცდად მოეფინება მათ სულსა  და გულს. 
სტუდენტებს შორის ორი ნესტან ცეცხლაძე და თედო მახარაძე  2014-1015 და 2015-2016 სასწავლო წლების „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლეები. ცხრა სტუდენტთა შორის ოთხი ოქროს მედალოსანი.

საინტერესო შეხვედრა შედგა. შესრულებული იყო სიმღერები, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები. ჰქონდათ კითხვები, რომელზეც ამომწურავად პასუხობდნენ. ჩანდა, რომ ჩვენს წინ უკვე გაზრდილი, განვითარებული და პროგრესულად მოაზროვნე თაობა იდგა.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს სკოლამ ვეფხისტყაოსნები აჩუქა. შეხვედრის  დასასრულს სკოლის დირექტორმა ბატონმა იოსებ აბულაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორს ქალბატონ მზია შავაძეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება