| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩაოს საჯარო სკოლაში მე-3 კლასში ჩატარდა სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მათემატიკაში.
ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა მასწავლებელმა: ლეილა მჟავანაძე.
თემა: ქართულ ენაში: სულიერი და უსულო არსებითი სახელები.
მათემატიკაში: მონაცემთა წარმოდგენა ცხრილის სახით. ცხრილის აღწერა.
მიზანი საგნების მიხედვით:
ქართული ენა: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ტექსტიდან სულიერი და უსულო არსებითი სახელების ამოკრებას, მათთვის კითხვების დასმას და დაჯგუფებას. ისინი პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით დაიმახსოვრებენ სულიერი და უსულო არსებითი სახელების განმარტებებს.
მათემატიკა: მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ტექსტის წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ მონაცემებს წარმოადგენს ცხრილში და აღწერენ ცხრილს. განუვითარდებათ მონაცემთა ცხრილის სახით წარმოდგენისა და კითხვების დასმის უნარი.
გაკვეთილზე ჩანდა, რომ მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ არსებითი სახელის განმარტება. შეძლეს მონაცემთა დასახელება გარკვეული ნიშნის მიხედვით, იცოდნენ მონაცემთა შეგროვების ხერხები. მოსწავლეებმა გაიხსენეს ამ ორი საგნის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.მასწავლებელმა გაუღვივა ინტერესი ამ ტიპის გაკვეთილისადმი . მოსწავლეებს განუვითარდათ შედარებისა და დაკვირვების უნარი. წინარე ცოდნა გაიაქტიურეს ორივე საგანში საკლასო ოთახში ნივთებისა და ავეჯის დასახელებით. აღმოაჩინეს სულიერ და უსულო არსებით სახელებს შორის განსხვავება. განუვითარდათ დაკვირვების, განსხვავების პოვნისა , დამახსოვრების და მოსმენის უნარი. გაკვეთილზე ხალისით შესრულდა აქტივობა. მოსწავლეები მათი კუთვნილი ფერადი ბარათებიდან სულიერ და უსულო არსებით სახელებს აწეპებდნენ მათთვის განკუთვნილ გრაფაში. ამ ასაკში ყველაზე მეტად , რაც იკვეთებოდა გაკვეთილზე და ნათლად ჩანდა ეს მათი თანამშრომლობა იყო. მასწავლებლის შეფასება მოსწავლეებისათვის მამოტივირებელი და ობიექტური იყო. ჩაოს საჯარო სკოლაში მსგავსი ტიპის გაკვეთილი პირველად ჩატარდა. საგნის მასწავლებელს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, რომელმაც დასახულ მიზანს მიაღწია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ