სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გმირების სისხლი შინდისფრად ყვაოდა შინდისთან“ - კერძო სკოლა „ანაბასისში“ ღონისძიება გაიმართა
06-06-2019
-
+


„გმირების სისხლი შინდისფრად ყვაოდა შინდისთან“… ასეთი სახელწოდებით წარმოადგინეს კერძო სკოლა „ანაბასისის“ V კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ შინდისთან გმირულად დაღუპულ ვაჟკაც ქართველ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა...

„მათი ამბავი არაა შეთხზული, ესაა გმირობის რეალური ისტორია - თუ როგორ შეეწირნენ ქართველი ჯარისკაცები 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ ჩასაფრებულ მტერს, როგორ არ შეეპუენ და როგორ იბრძოლეს ტყვია-წამლის გამოლევამდე...

ისინი შინდისის გმირების სახელით შევიდნენ ისტორიაში, გმირები, რომლებმაც ისტორია ერთ დღეში დაწერეს. ეს არის სამშობლოსათვის შეწირული სიცოცხლე და სიკვდილი, რომელიც უკვდავებად იქცა.

„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები,
გულის კაცები და ვაჟკაცები,
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს,
სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს“

ამ ლექსის ავტორი 11 აგვისტოს დაღუპულთაგან ერთ-ერთია.

„თუ გადავხედავთ საქართველოს უმდიდრეს წარსულს,
ქვეყნის აწმყოზე ბევრი კითხვა დაგვებადება, 
რად გაღარიბდა საქართველო, მისი მთა-ბარი,
მის მთლიანობას საზღვრის ბზარი რად ეკადრება?“

ეს მიხეილ დვალიშვილის (11 აგვისტოს დაღუპულთაგან ერთ-ერთი) ლექსია, მაგრამ იმ ჩვიდმეტი და აგვისტოს ომში დაღუპული ყველა ჯარისკაცის კითხვაა, რომელზეც ჩვენ გვაქვს პასუხი გასაცემი.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართველი მებრძოლი ვაჟკაცების გმირობის შესახებ, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და ღონისძიების დასასრულს აღნიშნეს, რომ სწორედ თავად არიან ის თაობა, რომელთაც ეამაყებათ თავიანთი ქართველობა, ჯიში, გენი და გმირული წარსული...

„ჩვენი ვალია, ყოველთვის ღირსეულად მოვიხსენოთ იმქვეყნად წასული ქვეყნისთვის თავდადებული გმირები. იმათი წმინდა სულები ჩვენ დაგვტრიალებენ და ლოცულობენ ჩვენი ბედნიერებისათვის და სრულიად საქართველოს გაძლიერებისათვის.

ჩვენი ვალია, ღირსეულად გავაგრძელოთ წინაპართა მემკვიდრეობა და ჩვენი სწავლითა და წარმატებებით ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა“ - განაცხადეს ღონისძიების მონაწილეებმა.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შინდისის გმირთაგან ერთ-ერთი ნიკოლოზ ფორჩხიძე, ჩვენი მოსწავლის ზვიად მესხიშვილის ბიძაა და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს არამარტო ზვიადს, არამედ მის თანაკლასელებს...“-ნათქვამია კერძო სკოლა „ანაბასისის“ მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება