სიახლეები
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ფიზიკის კონფერენცია ჩატარდა
05-06-2019
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ფიზიკის კონფერენცია ჩატარდა.

გთავაზობთ, გულნაზი ჭელიძის, ლემშვენიერას საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელის მიერ ჩატარებული ღონისძიების მიმდინარეობას:

„მოგზაურობა დროსა და პარალელურ სამყაროებში"

კონფერენცია ფიზიკაში: გია დვალი, ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში  კონფერენციით დასრულდა დიდი ქართველი მეცნიერის-გია დვალისადმი მიძღვნილი  ორთვიანი პროექტი.

პროექტის საწყის ეტაპზე  ჩავატარე გამოკითხვა - იცოდნენ თუ არა მოსწავლეებმა ვინ იყო გია დვალი? 

ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ბატონი გია დვალის შესახებ რამე იცოდნენ.  ბავშვებს შევთავაზე ჩაგვეტარებინა კონფერენცია გია დვალზე. სურვილი გამოთქვა  15-მა მოსწავლემ. 

მათ მოუსმინეს ბატონი  გია დვალის ლექციებს, მოიძიეს უამრავი ინფორმაცია, შექმნეს მარტივი მოდელები, 
სცადეს მარტივი და გასაგები ენით ესაუბრათ პარალელურ და ჩვილ სამყაროებზე.

დროში მოგზაურობაზე, შავ ხვრელზე, ღვთიურ ნაწილაკზეანდროულ თერაპიაზე, კვანტურ ფიზიკაზე, ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიაზე.

სკოლაში გავხსენით გია დვალის სახელობის კლას-კაბინეტი (სამწუხაროდ, აღჭურვილი არ არის შესაბამისი ხელსაწყოებით).

დასაწყისშივე განვსაზღვრეთ პროექტის რამდენიმე მიზანი:

გია დვალისა და მისი მეცნიერული მიღწევების გაცნობა;

ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და მოსწავლეებში კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომ-ლობის უნარების ჩამოყალიბება;

მარტივი მოდელების შექმნა;

ტექნოლოგიების გამოყენება და სლაიდების შექმნა;

5 კონფერენციის მოწყობა,

პროექტზე მუშაობის მეთოდები და ამოცანებიც მიზნიდან გამომდინარეობდა:

ჯგუფები  შეიქმნა საგნობრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად;

თანამშრომლობდნენ ჩემთან, როგორც პროექტის ხელმძღვანელსა და ისტის მასწავლებელთან; (ასევე მოსწავლე – მოსწავლე; მოსწავლე – მასწავლებელი; მასწავლებელი – მასწავლებელი );

მნიშვნელოვანი იყო ვერბალური მეთოდის და  პრეზენტაციის უნარების გამოვლენა;

საპრეზენტაციო მასალის ინტერნეტიდან მოძიება, დამუშავება, გაანალიზება;

ბუკლეტებისა და მოსაწვევების შექმნა;

კონფერენციის მომზადება და ჩატარება;

შესანიშნავად გამოჩნდა მოსწავლეთა აზროვნება, თანმიმდევრული და ლოგიკური მსჯელობა, სასკოლო თემის თანამშრომლობა, სათქმელის შემოქმედებითად გადმოცემის უნარები. მონაწილეებმა ფიზიკაში, ისტსა და უცხო ენაში (გადმოთარგმნეს უცხოურ საიტებზე მოპოვებული ინფორმაცია) გაიღრმავეს ცოდნა.

შესაბამისი მხატვრული, პუბლიცისტური და სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, დაწერეს თემები.

პროექტის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა 8 მაისს.  კონკურსის  მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

პროექტის ფარგლებში დამუშავებული ხუთი საუკეთესო  თემა ჟიურის შეფასებით გამოვლინდა. ჟიურის წევრებს ჰქონდათ შეფასების რუბრიკების და ამ თემებს წარვადგენთ  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რიგით 74–ე კონფერენციაზე. 

საგნის პოპულარიზაციისა და დაინტერესების თვალსაზრისით საინტერესო იყო  მასწავლებელთა და მოსწავლეთა შეფასება, შთაბეჭდილებების გაგვიზიარეს ასევე რესურსცენტრის, პირველი და მეოთხე სკოლის დირექტორებმა, რომლებიც მოწვეულები იყვნენ კონფერენციაზე.

ასე „აღმოაჩინეს" ბატონი გია დვალი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. 

აქ უკვე ყველამ იცის, ვინ არის ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატი,(რომელი ცნობელის პრემიის ანალოგიურია), ნიუ-იორკის აკადემიის ,,ვერცხლის პროფესორი", 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი - ბატონი გია დვალი,რომელსაც, სამწუხაროდ, საზღვარგარეთ  უკეთ იცნობენ, ვიდრე თავისქვეყანაში.

ვფიქრობ, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობების ჩატარება. მე, როგორც საგნის მასწავლებელი და დირექტორი, ვცდილობ წავახალისო მსგავსი აქტივობების ჩატარება ყველა საგანში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ფიზიკის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება  და ვთვლი, რომ წელს, საიუბილეო N:10 კონფერენცია  წარმატებულად დამთავრდა.

დამუშავებული თემები:

,,ფარული ხიდები"და ,,ჩვილი სამყაროები"

,,პარალელური სამყარო"

,,დრო და დროში მოგზაურობა"

,,შავი ხვრელი"

,,ბნელი ენერგია და ბნელი მატერია"

,,ანდროული თერაპია"

,,კვანტური ფიზიკა"

,,ღვთიური ნაწილაკი"

,,ცერნი და გია დვალი"

,,დიდი აფეთქება"

,,მეგობარი თუ მტერი?"

,,სტივენ ჰოკინგი"

,,შოკისმომგვრელი აღმოჩენები"

,,ჩვენდა მომავლის ტექნოლოგიები"

,,ქართველები ნასაში"


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას“

„ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“

„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება