სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარისა და თელავის N7 საჯარო სკოლების მეგობრობა გრძელდება - ერთობლივი გამოფენა და ლაშქრობა შუამთის დედათა მონასტერში
05-06-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლამ და თელავის №7 საჯარო სკოლამ წარმატებით განახორციელა ერთობლივი პროექტი „სასწავლო შემეცნებითი ტურები სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის“. პროექტს ხელმძღვანელობდა ალერტკარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ასმათ გვაჯაია და თელავის№7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა ქიბიშაური.

ალერტკარის  IX-XI კლასის მოსწავლეები (16 მოსწავლე) და მასწავლებელი 2019 წლის 11 და 12 მაისს გაემგზავრნენ ქალაქ თელავში. სასკოლო პროექტის ფარგლებში ეწვევივნენ თელავის №7 საჯარო სკოლას. ამ სკოლის და ალერტკარის სკოლის მოსწავლეები უკვე მეგობრობენ სოციალური ქსელების საშუალებით და ერთად განახორციელეს სასწავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებს.  

სასწავლო ტური დაიწყო წინანდლის რეზიდენციის დათვალიერებით. შემდეგ ზუგდიდელი მოსწავლეებმა გადაინაცვლეს თელავის №7 სკოლაში, სადაც ორივე სკოლის მოსწავლეებმა გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები: ფერწერული ტილოები, ხის და თიხის ნაკეთობები, თექის და სხვა ტრადიციული რეწვის ნიმუშები.

ორივე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგენეს პრეზენტაციები თავიანთი კუთხის, ქალაქის, სოფლის და სკოლის შესახებ.

ეკოკლუბის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს სახალისო ექსპერიმენტები, დაესწრნენ ტრენინგს: „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“, ერთად უყურეს მოსწავლეების მიერ გადაღებულ სოციალურ კლიპებს, რომლებიც ანტინარკოტიკული კამპანიის და ბულინგის პრევენციის მიზნით ჰქონდათ მოამზადებული.

ორივე სკოლის მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა ფლეშმობები, შესრულდა ხალხური და თანამედროვე ცეკვები და  სიმღერები.  მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში, რომელიც სამოქალაქო თემატიკის მიხედვით იყო შედგენილი. კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების შემდეგ, ზუგდიდელი მოსწავლეებმა დაათვალიერეს თელავის  ღირსშესანიშნაობები, ერეკლე მეფის სასახლე, მუზეუმი, ნადიკვრის ბაღი,  ძველი სამეფო უბნები და განახლებული ისტორიული ქუჩები. ამ პროცესში მათ გიდობას უწევდნენ თელავის №7 სკოლის  მოსწავლეები. დღის მეორე ნახევარში, მოსწავლეებმა ითამაშეს ფეხბურთი, გადაიღეს თელავის ხედები, ისეირნეს ნადიკვრის ბაღში.

12 მაისს ზუგდიდელი და თელაველი მოსწავლეები ერთად წავიდნენ ლაშქრობაზე შუამთის დედათა მონასტერში. ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა დასუფთავების ერთობლივი აქცია. დღის ბოლოს თელაველმა მოსწავლეები გააცილეს ზუგდიდელი მოსწავლეები.

პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კომუნიკაციის და აქტიური მოქალაქეობის უნარის გაუმჯობესებას და წარმოაჩინა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის   დადებით მნიშვნელობას.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ასმათ გვაჯაია,აგრეთვე არის მეათე კლასის დამრიგებელი. ეს კლასი წარმატებულია სპორტისა და მუსიკის მიმართულებით. სკოლის დირექციამ მადლობა გამოუცხადა პედაგოგს ასეთი ღირშესანიშნავი ღონისძიების  მომზადებისა და განხორციელებისათვის, კლასის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება