სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძეგვის საჯარო სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა
03-06-2019
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის ძეგვის საჯარო სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტარიელ ხერხელაურთან შეხვედრა ძეგვის საჯარო სკოლაში პოეზიისა და ლექსის დღესასწაულად იქცა.

„ჩვენი დროის გამორჩეულ ადამიანთან და შემოქმედთან შეხვედრით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთული საღამო... 
მოსწავლეებისა და მოწვეული სტუმრების მიერ ახლიდან აღმოჩენილი პოეტი, რომელიც გაურბის ჯილდოებსა და აპლოდისმენტებს...
პოეტი, რომელიც ცხოვრობს ბავშვივით...
პოეტი, რომელსაც სტკივა სამშობლო და ადამიანები...
პოეტი, რომელიც სუნთქავს ლექსებით...
პოეტი, რომელმაც არ იცის სიძულვილი...
პოეტი, რომლისთვისაც სიყვარული უზენაესია...
პოეტი, რომელიც თავისი ცხოვრებით უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ამ საღამოზე ითქვა ან იტყვიან მომავალში, პოეტი - ტარიელ ხარხელაური. 

საღამოს ორგანიზატორი იყო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა როსტიაშვილი, ხოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IV, Vl, Vlll და Xl კლასის მოსწავლეები, რომლებიც მადლობას უხდიან მცხეთის საგანამნათლებლო რესუსრსცენტრს და სკოლის დირექტორს დავით ნავდარაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება