| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენაზე ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამილა რიონიძე წლის საუკეთესო პედაგოგთა შორის დააჯილდოეს.
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა „მომავლის თაობის“ პროგრამაში 2018 წლის მარტიდან ჩაერთო.
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.
თამილა რიონიძე უკვე წლებია ასწავლის საგანს - სამოქალაქო განათლებას და ასევე ხელმძღვანელობს სასკოლო კლუბს „სხივი“. მან განახორციელა არაერთი საკლასო და საკლუბო პროექტები. სასკოლო ღონისძიებები მოიცავდა გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას. კლუბის წევრების მიერ განხორციელდა პროექტი - „ტკბილი სიბერე“.
მოსწავლეები ეწვიენ სათნოების სახლს, მოხუცებს მიართვეს საჩუქრები და ჩაატარეს კონცერტი. X კლასის მოსწავლეებმა I სემესტრში განახორციელეს მცირე საგრანტო პეროექტი „არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას“ და მოიპოვეს 600$-დოლარიანი გრანტი. მოპოვებული თანხით შეიძინეს ფოტოაპარატი.
X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი „შექმენი უსაფრთხო გარემო შენს გარშემო“. პროქეტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა. სკოლის ცენტრალურ გზაზე მოსწავლეების მიერ მოიხატა ზებრა გადასასსვლელი, დაიდგა საგზაო ნიშნები, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა უსართხოება. პროქტის განხორციელებაში პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, აჭარის საგზაო დეპარტამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობა.
IX კლსის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „წიგნიერების დონის ამაღლება მოზარდებში“. ჩატარდა კვლევა „წიგნი თუ კომპიუტერი“. მოსწავლეებმა მოიწვიეს აჭარის მწერალთა კავშირის წევრი ნანული გვარიშვილი. შექმნეს ხელნაწერი წიგნი, რომელიც მიუძღვნეს თანაკლასელ ახალგაზრდა შემოქმედს თამარ ყურშუბაძეს.
IX კლასმა განახორციელა პროექტი „ჯანსარი ცხოვრების წესი - სწორი კვება“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს უბნის ექიმთან და კვების ობიექტებთან, გააკეთეს კვლევა. გადაიღეს ვიდეორგოლი და მოაწყეს საინფორმაციო მსვლელობა.
პროგრამა მომავლის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამილა რიონიძემ გაიმარჯვა და დაჯილდოვდა სერთიფიკატით და მცირე ფასიანი საჩუქრით.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს ქალბატონ თამილას ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინვლას პროფესიულ საქმიანობაში.
იხილეთ ფოტოები
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
რომელი ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტს ექნება - მთავრობის დადგენილებით კურიკულუმების ჩამონათვალი განისაზღვრა
როდესაც ერთნაირ სამოსში გამოწყობილ მოსწავლეებს უყურებ, ეს თვალისთვისაც სასიამოვნოა
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...