| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევიან.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის VIII მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ნატო ჩხაიძე) გამოეხმაურნენ ეროვნული ბიბლიოთეკის აქციას „აჩუქე წიგნი" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეწვივნენ დღის ცენტრის „იავნანას“ აღსაზრდელებს, საჩუქრად გადასცეს წიგნები სამახსოვრო წარწერებით და მათ მიერ შექმნილი საქართველოსადმი მიძღვნილი კრებულები: „საქართველოზე უთქვამთ“ და „პატარა საქართველო დედამიწაზე“, საიდანაც პატარებს წაუკითხეს ლექსები.
ცენტრის აღსაზრდელებმა კი წარმოადგინეს მინი სპექტაკლი „ყაყაჩოების ცეცხლი“ ( ხელმძღვანელი მარინე ბარამიძე). რომლითაც პატარებმა მონაწილეობა მიიღეს ურეკში გამართულ ფესტივალზე და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ