| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მეორე წელია რაც ოზურგეთის რაიონის ლაითურის საჯარო სკოლა აღნიშნულ თარიღს მრავალფერფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს.
წლევანდელ აქტივობებს შორის ერთ–ერთი გახლდათ წერილების კონკურსი მეექვსეკლასელთათვის. პატარებმა მცირე ზომის, მაგრამ მრავალფეროვანი წერილები მისწერეს დედამიწას და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი გარემოსდაცვითი ხედვა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა ორი გამარჯვებული და ხუთი ძალიან კრეატიული წერილის ავტორი. მათ „მწვანე თაობის“ სპეციალური სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს წერილებიდან:
„გამარჯობა დედამიწავ, როგორ ხარ? არა მგონია თავს ძალიან კარგად გრძნობდე."
„შენთან იმდენი კითხვა მაქვს, არ ვიცი საიდან დავიწყო. ამდენ ტკივილს როგორ უძლებ?"
„სულ მაინტერესებდა, როცა ცეცხლს ვანთებთ, კანი ხომ არ გეწვის?"
„თუ გული გატკინე, მაპატიე და სხვების მაგივრადაც გიხდი ბოდიშს. არ გეწყინოს, დაუფიქრებლად ვაკეთებთ ხოლმე."
„არ მოიწყინო, მარტო შენ არ ხარ დანაგვიანებული. ჩვენ ხშირად დაგალაგებთ."
„გამარჯობა დიდო ბურთო, მე შენს ერთ წერტილში ვცხოვრობ."
„შენც თუ მოგვწერ ხოლმე წერილებს, შეიძლება აღარ მოვიქცეთ ცუდად."
„პასუხი მომწერე, არაფერი დამიმალო, რაც გაქვს სათქმელი."
„თუ ამ წერილს წაიკითხავ, გაწვიმდეს რა. წვიმა მიყვარს. შენი ცრემლები თუა, მაშინ არ მიყვარს."
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ