სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ცვლილებები შევა ეროვნულ სასწავლო გეგმაში - „როცა სკოლა 90 დღის განმავლობაში არ მოიკითხავს მოსწავლე რა მიზეზით აცდენს, კითხვებს ბადებს“
28-05-2019
-
+


მომავალი წლიდან სკოლებს საშუალო საფეხურზე სრულიად ახალი შეფასების სისტემა ექნებათ, ამასთან იგეგმება მოსწავლეების გაცდენებთან დაკავშირებით გამოყოფილი 90 დღიანი ვადის გადახედვა - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებზე პასუხად ირინა აბულაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეროვნული სასწავლო გეგმაში არაერთი ცვლილების შეტანა იგეგმება.

„რეკომენდაცია იყო, რომ მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90-დღიანი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განისაზღვროს სკოლის მხრიდან რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები. ეს დაშვება ეროვნულ სასწავლო გეგმაშია და ეს მექანიზმი დასახვეწია. ასეთ დროს გააჩნია სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას, ვინ უფრო ყურადღებით მოექცევა ამ საკითხს. როცა სკოლას 90 დღის განმავლობაში არ აქვს მოკითხული რა მიზეზით აცდენს მოსწავლე, ეს კითხვებს ბადებს და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება რეაგირება, ანუ ვაპირებთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ კუთხით შევიტანოთ ცვლილება. ასევ ვგეგმავთ სხვა ცვლილებებსაც, ეს ეხება იგივე cat-ის გამოცდების გაუქმებას. მოგეხსენებათ, რომ XII კლასელი მოსწავლისთვის ნებადართული იყო, რომ 2 თვე შეეძლო არ ევლო სკოლაში, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდებისთვის გარეთ ემზადებოდნენ მოსწავლეები.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ სკოლაში შეფასების სისტემები შეიცვალოს და მომავალი წლიდან სრულიად ახალი სისტემა ამუშავდება საშუალო საფეხურის ბაზაზე, სადაც სკოლებს თავად ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა განსაზღვრონ რა მიმართულებით ჩაატარონ შიდა გამოცდა. ასევე, გაცდენების კუთხითაც მთლიანად იქნება გადახედილი, მათ შორის სტატუსის შეჩერების საკითხიც“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება