სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიქტორინა მიუძღვნეს
28-05-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში, ისტორიის პედაგოგის ლამზირა ოსეფაშვილის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა გაიმართა.

ვიქტორინა 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. 

ვიქტორინაში მონაწილეობდა ორი გუნდი - პირველი გუნდი - „საქართველოს ამორძალები“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებისგან გახლდათ დაკომპლექტებული და მეორე გუნდი „ისტორიის ქარიშხალი“ მერვე-მეცხრე კლასკომპლექტის გუნდისგან.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდებს შორის იყო პაექრობა, თუმცა გაწერილი ინსტრუქცია არ დაურღვევიათ. კომპეტენტურ ჟიურიში იჯდა სკოლის დირექტორი: ინგა მიქელაძე, სასწავლო ნაწილი: გეიდარ ისმაილოვი და ბიოლოგიის პეგაგოგი: ირმა ინაძე. გაწერილი პროგრამის მიხედვით 3 რაუნდი გაიმართა. სანამ ჟიური ქულებს დაიანგარიშებდა ყოველი რაუნდის ბოლოს, მოსწავლეები კითხულობდნენ ლექსებს, დადგეს სცენარი ერეკლე მეფის ცხოვრების ეპიზოდიდან, კრწანისის ბრძოლიდან.

ვიქტორინის დროს გუნდების მუშაობა გუნდის კაპიტნებმა წარმართეს. გუნდის კაპიტნები ერთმანეთს მიესალმნენ, წარმოთქვეს გუნდის სახელწოდება, სლოგანი, მიზანი და ერთმანეთს წარმატება უსურვეს. მოწვეული მშობლები პედაგოგები კი აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ მოსწავლეებს. მასალები იყო გამოყენებული, როგორც სასკოლო პროგრამიდან, ასევე ენციკლოპედიიდან. მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია სლაიდის საშუალებით, იყო გუნდებს შორის ინტერაქცია. უპასუხეს კითხვებს, ახსნეს გეოგრაფიული საკითხებიც, იმუშავეს რუკასთან, შეასრულეს უსიტყვო როლი, რომელიც გუნდებს უნდა გამოეცნოთ, გასცეს პასუხი ბლიც კითხვებს.

ორივე გუნდის ყველა წევრი სერტიფიკატებით და საკანცელარიო ნივთებით დაჯილდოვდა.

გამოვლინდა გუნდებიდან 2 ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე, რომლებსაც მადლობის სიგელი და წიგნი გადაეცათ.

„ეს იყო ქართულ სტანდარტებს მორგებული ვიქტორინა, როდესაც მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა და ინტელქტი, აიმაღლეს განწყობა, რაც დადებითად მოქმედებს ცოდნის ხარისხზე, სკოლის რეპუტაციაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება