სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედა ენის“ სახელმძღვანელო საჯარო სკოლების მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ
24-05-2019
-
+


საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

ამ მიზნით, განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თავმჯდომარეობით, „დედა ენის“ კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, სადაც ის ძირითადი პრინციპები განისაზღვრა, რომლის საფუძველზეც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში „დედა ენის“ სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსის სახით შევა.

მიხეილ ბატიაშვილმა კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე „დედა ენის“ მიმართ საზოგადოებაში არნახული მოლოდინი არსებობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელო ერთის მხრივ ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, რასაც გოგებაშვილის „დედა ენა“ ჰქვია, მეორეს მხრივ კი, ითვალისწინებდეს სწავლების მიმართ თანამედროვე მიდგომებს.

სწორედ ამ მიზნით მიხეილ ბატიაშვილის თავმჯდომარეობით შექმნილია სპეციალიზებული კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი ზაზა გაბუნია, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი  დავით ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე (კახა) გიორგაძე და  პედაგოგი მარინე გოგავა.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად, კომისიის შექმნის მიზანია როგორც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავება და გრიფირებისათვის წარდგენა, ასევე ამავე  ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ძეგლთან შესაბამისობის დადგენა.

კომისიის შეკრება მუდმივ რეჟიმში განხორციელდება. შემუშავდება ახალი სახელმძღვანელო, რომელიც გრიფის მინიჭების შემდეგ სხვა ალტერნატიულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად სკოლებს ასარჩევად წარედგინება.  შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ სახელმძღვანელო ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის შესაბამის მოსწავლეს უფასოდ გადაეცემა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება