სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N89 საჯარო სკოლამ საბავშვო სპექტაკლს უმასპინძლა
24-05-2019
-
+


თბილისის N89 საჯარო სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ დაიდგა. 

მიმდინარე წლის 23 მაისს თბილისის N89 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზმა ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით დადგმულ საბავშვო სპექტაკლს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ უმასპინძლა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით თბილისის N89 საჯარო სკოლის მეორე პირველი კლასის მოსწავლეებმა თბილისის მასშტაბით გამართულ ინსცენირებულ ზღაპრების კონკურსზე სწორედ ამ სპექტაკლით პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვეს. 

თბილისის N89 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის დირექტორმა მიმოზა ტყებუჩავამ განვლილი წელი შეაფასა და სკოლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„ჩვენი სკოლის ცხოვრება არის ძალიან აქტიური. ეს ყველაფერი ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ მე პირადად ვინტერესდები ჩვენი სასკოლო ცხოვრებით და ყოველდღიურობით. ვცდილობ ხელი შევუწყო ბევრი ღონისძიებისა და პროექტის განხორციელებას, რომლის მიმართაც მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესება ყოველთვის მაღალია. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ჩვენი მოსწავლეების მშობლები ყოველთვის გამოთქვამენ მზაობას საჭიროების შემთხვევაში იყვნენ მათი ბავშვებისა და სკოლის გვერდით. 

ვთვლი, რომ განვლილი სასწავლო წელი იყო ძალიან ნაყოფიერი ჩვენი სკოლისთვის და გვაქვს ამბიცია სამომავლოდ ვიყოთ კიდევ უფრო წარმატებულები, ვიდრე ახლა ვართ. სექტემბრისთვის 8 წამყვანი პედაგოგი გვეყოლება, 40 ზე მეტი უფროსი მასწავლებელი გვყავს და მე პირადად ვარ მენტორი მასწავლებელი. ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენთან არის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება, თითოეული პედაგოგი ზრუნავს კოლეგაზე. რჩევებითა და შენიშვნებით ვითარდებიან ყოველდღიურად. ხშირად ატარებენ სხვადასხვა სახის კვლევებს. სამომავლოდ ვგეგმავ მოსწავლეთა თვითმმართველობა მეტად ჩავრთო სასკოლო ცხოვრების მართვაში. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ჩაატარონ გაკვეთილი. ამ პრაქტიკით ისინი უკეთესად დააფასებენ პედაგოგის შრომას და აქვე, პედაგოგებიც შეძლებენ დაინახონ რას ითხოვენ მოსწავლეები, რა არ მოსწონთ და რას შეცვლიდნენ მათ საქმიანობაში“.

თბილისის N89 საჯარო სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერმა რეზო ნინუამ სკოლის აქტიურ ცხოვრებაზე ისაუბრა: 

„ჩვენი სკოლა ნიჭიერი მოსწავლეებით გამოირჩევა. დღევანდელი სპექტაკლის მსახიობები მეორე კლასის აღსაზრდელები არიან. ბავშვების თეატრისადმი სიყვარული და ინტერესი კლასის ხელმძღვანელმა თამარ ქურდიანმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შენიშნა და შეძლო მათში დაეხვეწა და განევითარებინა თეატრალური მონაცემები.

დღეს ნახეთ სპექტაკლი, რომლითაც ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ცოტა ხნის წინ თბილისის მასშტაბით გამართულ კონკურსში პირველობა მოიპოვეს. ეს არის ჩვენს სკოლასთან არსებული ერთგვარი მოსწავლეთა დასი, რომელიც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია თითოეული მათგანისთვის. ჩემი აზრით, სკოლამ განათლების გარდა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარების საშუალება უნდა მისცეს თითოეულ ბავშვს. ამდენად, ამ ნიჭიერი აღსაზრდელების წყალობით, ჩვენს სკოლაში ყველა ღონისძიება დღესასწაულია“.

თბილისის N89 საჯარო სკოლის მეორე პირველი კლასის დამრიგებელმა თამარ ქურდიანმა სპექტაკლზე ისაუბრა და ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მაღალ ჩართულობას გაუსვა ხაზი:

„დღევანდელი სპექტაკლმა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ბავშვებს ცოტა ხნის წინ წარმატება მოუტანა. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა თბილისის მასშტაბით განხორციელებულ ინსცენირებული ზღაპრების კონკურსში, საიდანაც პირველი საპრიზო ადგილით დავბრუნდით და გადავწყვიტეთ დღეს ჩვენს მშობლიურ სკოლაშიც გაგვემართა წარმოდგენა. ძალიან აქტიური მშობლები გვყავს, რომლებმაც საკუთარი ხელით შექმნეს დეკორაციები ჩვენი დღევანდელი ღონისძიებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ასეთი კლასგარეშე აქტივობები, რომელიც წარმოაჩენს და განავითარებს მათ უნარებს“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

საბავშვო ბაღებს დამატებითი უფლებამოსილება განესაზღვრათ - დეტალები

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება