სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი ოჯახივით გავატარეთ ეს 12 წელი“ - თბილისის N49 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა
24-05-2019
-
+


საგანმანათლებლო კერის მრავალწლიანი გამოცდილებიდან, თბილისის N49 საჯარო სკოლის კედლებს თითოეული მასწავლებლისა და მოსწავლის ისტორია სიყვარულით განუცდიათ, ულევი ემოცია შემოუნახავთ და წარმატების ტრადიცია შეუქმნიათ....

მოგონების ეს ფურცელი პირველი კლასიდან იწყება, როდესაც ბავშვებს ჯერ კიდევ გაურემონტებელ სკოლაში დაუწყიათ სწავლა. გაკვეთილები ეზოში უტარდებოდათ და სიცივისას უფროსკლასელებთან იყოფდნენ ოთახს... მოგვიანებით, ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგა და დაუვიწყარი 12 წლის შემდეგ იმავე ეზოში, ღიმილით, თანაც თვალზე შემოპარული ცრემლით ბოლო ზარის დარეკვას ელიან...

მოგონების ეს ფურცელი სკოლის ხელმძღვანელ ეკატერინე ცაავას ეკუთვნის, რომელმაც დირექტორის რანგში სწორედ ეს კლასი მიიღო პირველად:

„ჩემ ხელში მიუსხდნენ პირველად მერხს და წიგნებთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპს შეუდგნენ. სულ პატარები იყვნენ, დღეს კი ყველაფერი აქვთ, რომ წარმატების გზაზე იარონ. სიყვარული, სითბო და განათლება მისცა სკოლამ, ზრდილობიან და კულტურულ პიროვნებებად აღზარდა და ახლა წინსვლა მათზეა დამოკიდებული. პირველ კლასში თხუთმეტნი იყვნენ, დღეს კი 25- მა დაამთავრა სკოლა. ჩემთვის გამორჩეულ კლასს ჯანმრთელობას, ულევ სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ."

თბილისის N49 საჯარო სკოლის ისტორია კიდევ ერთ ემოციურ დრეს შემოინახავს. კურსდამთავრებულებმა სახალისო გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შემდეგ, ერთმანეთის თეთრი პერანგები ჭრელი სურვილებით აავსეს და საყვარელ პედაგოგებს ყვავილები გაუგზავნეს, ფერად მოგონებებთან ერთად...

„დიდი ხანია, ამ დღეს სიხარულით ველოდებით, მაგრამ მაინც ემოციური და ნაწილობრივ სევდიანი აღმოჩნდა განშორება. სკოლასთან ბევრი მოგონება გვაკავშირებს, გვინდოდა, მიღებული ცოდნა, სითბო და სიყვარული სიმბოლურად დაგვებრუნებინა მასწავლებლებისა და კლასელებისთვის. ბოლო ზარისთვის დიდხანს ვემზადებოდით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, -“ ქეთათო ქურდოვანიძე.

„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია ჩვენთვის, პირველი კლასიდან აქ ვარ, დიდი ოჯახივით გავატარეთ ეს 12 წელი. გული მწყდება, მაგრამ ახლა უნივერსიტეტის დროა. იმედია, არ დავკარგავთ ერთმანეთს და საყვარელ მასწავლებლებთან და კლასელებთან ერთად კიდევ ბევრ მოგონებას დავაგროვებთ,-“ ლონგინოზ შამანაური.

მოსწავლეებთან ურთიერთობასა და განვლილ წლებს კლასის ხელმძღვანელი ანა ბედიაშვილი სიყვარულით იხსენებს:

„ყოველთვის განსაკუთრებული სითბო მაკავშირებდა მათთან. თავდაპირველად, ხელოვნებას ვასწავლიდი, მერვე კლასიდან დამრიგებელი გავხდი და მათი წუხილი თუ სიხარული ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და სკოლის ბოლო დღემდეც მოვედით. ულევ სიხარულს და წარმატებას ვუსურვებ ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს.“

სასკოლო ცხოვრების წარმატება მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე დიდწილადაა დამოკიდებული, ამდენად, საინტერესოა დედის თვალით დანახული თბილისის N49 საჯარო სკოლა:

„4 წელია, რაც N49 სკოლაში გადმოვედით, სადაც ერთიანი, ძალიან თბილი და ყურადღებიანი გარემო დაგვხვდა.  წინა სკოლასთან შედარებაც არ შეიძლება. პროფესიონალ პედაგოგთა გუნდთან ერთად ნიკას ძალიან მეგობრული კლასი შეხვდა მზრუნველი დამრიგებლით, რომელიც, პირველ რიგში, მათი მეგობარი იყო. ბოლო ზარი სიხარულისა და სევდის დღეა, უჭირთ განშორება. მინდა, მთელ კლასს წარმატებული მომავალი ვუსურვო, ნათელი გზითა და ბევრი სიხარულით,-“ მშობელი მზია ფხალაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება