სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ თეგეტაშვილმა კონკურსში - „ქართული ღვინის გზა“ I ხარისხის დიპლომი მოიპოვა
23-05-2019
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის,  გალავნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარიამ თეგეტაშვილმა კონკურსის - „ქართული ღვინის გზა“ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის I ხარისხის დიპლომი მოიპოვა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.  სკოლის აღსაზრდელმა მარიამ თეგეტაშვილმა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ორგანიზებულ კონკურსში - „ქართული ღვინის გზა“ წარმატება მოიპოვა. იგი სიხარულით ჩაერთო კონკურსში და რეფერატი - „ქართული ვაზის სიმფონია“ დაწერა.

პროექტის ფარგლებში მარიამი თემის ხელმძღვანელ ქეთევან აზალაძესთან (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) ერთად „გურამიშვილის მარანსა“ და სოფელ ჯიღაურას კვლევით ცენტრში იმყოფებოდა, გაეცნო მათ გამოცდილებას და კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა.

მარიამმა წარმატებით გადალახა კონკურსის ნახევარფინალი და გადავიდა დასკვნით ეტაპზე.

კონკურის ფინალური ეტაპი და დაჯილდოვება „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ გაიმართა. კონკურსიის მონაწილეებისათვის შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო და ლექცია გაიმართა.

მარიამ თეგეტაშვილმა წარმატებით გადალახა  ფინალური ეტაპი, გამარჯვება მოიპოვა და I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.

იხილეთ ფოტო 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება