სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლაში თემის - „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრ. კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა
22-05-2019
-
+


იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლაში თემის - „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრ. კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თემაზე იმუშავეს მანგლისის და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტის, ანანია ჯაფარიძის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით.

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი მასალა ინტერნეტიდან, იმსჯელეს და დასკვნები გამოიტანეს საქართველოს როლზე და დანიშნულებაზე მთელს კავკასიაში. საკუთარი ხელით დაამზადეს რუკა და მონიშნეს ეპარქიები, რომელსაც თხრობის დროს მიზნობრივად იყენებდნენ.

„ამ პრეზენტაციამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევა-ძიების, ლოგიკური მსჯელობის, ვიზუალური მეხსიერების
და დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებას. ასევე გამოამჟღავნეს ისტორიული პროცესების რეალური შეფასების უნარი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება