სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები“ გაიმართა
22-05-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები“ ჩატარდა. 

ინტელექტუალურ თამაშში VIII, IX და XI კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული სამი გუნდი მონაწილეობდა. 

კონკურსი 7 ტურს მოიცავდა, კითხვები შედგენილი იყო ძირითადი სასკოლო საგნების თემატური საკითხების საფუძველზე.

მონაწილე გუნდებს თითოეულ ეტაპზე კომპეტენტური ჟიური-სათანადო საგნის მასწავლებელი აფასებდა.

გამარჯვებულები 2 ნომინაციაში გამოვლინდნენ: 1. „საუკეთესო გუნდი“; 2. „ყველაზე ცნობისმოყვარე“.

კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას; ჯანსაღი კონკურენციის უნარების ჩამოყალიბებას; ინტელექტუალური დონის, ერუდიციის, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

როგორც ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორმა, ისტ-ისა და ინგლისური ენის პედაგოგმა ნორაირ მისკარიანმა აღნიშნა, ამ ტიპის აქტივობისას მოსწავლეები ურთიერთობენ ერთმანეთთან; სწავლობენ გუნდურ მუშაობას, რესურსის გამოყენებას, მათთვის უცნობ, ახალ ელემენტებს, რისკის გაწევასა და გადაწყვეტილებების მიღებას.

კონკურსანტებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება