სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N173 საჯარო სკოლას ბოლო ზარზე პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები ეწვივნენ
22-05-2019
-
+


პარლამენტის წევრები მარიამ ჯაში, ერეკლე ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი თბილისის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრნენ.

თბილისის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლა წელს 120-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 22 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია.

როგორც სკოლის დირექტორმა, ლია თუშურმა აღნიშნა, სკოლა მედალოსნების სიმრავლით გასულ წელსაც გამოირჩეოდა.

„გასულ წელს გვყავდა 22 მედალოსანი, აქედან 17 ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მათი უმრავლესობა სასწავლო გრანტის სრული დაფინანსებით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა ლია თუშურმა.

2017-2018 სასწავლო წლის მედალოსნებს ოქროსა და ვერცხლის მედლები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა, მსახიობმა, გია ჯაფარიძემ, კომპოზიტორმა, ვაჟა დურგლიშვილმა, ენათმეცნიერმა, ავთანდილ არაბულმა გადასცეს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი შემდგომი ეტაპი იქნება მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებით სავსე“, - მიმართა მარიამ ჯაშმა მეთორმეტეკლასელებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება