სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას გამორჩეული პედაგოგები ლადო აფხაზავა, მაია ტყემელაძე და მანანა კაპეტივაძე სტუმრობდნენ 
16-05-2019
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მსოფლიო დონის ქართველი პედაგოგები სტუმრობდნენ: ლადო აფხაზავა - მასწავლებელის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მაია ტყემალაძე - მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათწლეულის წევრი, ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი, მანანა კაპეტივაძე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

პედაგოგები აღნიშნული სკოლის მუშაობის პრინციპს გაეცნენ და მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარეს.

დღის ბოლოს შემაჯამებელი კონფერენცია გამართა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულძემ. კონფერენციაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლებს შორის.

კონფერენციას ესწრებოდნენ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე.

„აქ აღინიშნა, რომ ამ სკოლაში არიან მენტორი მასწავლებლები, წამყვანი მასწავლებლები, არადა ჩვენ მოსწავლეებზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ მოსწავლეები უნდა წარმოვაჩინოთ. სოციალურ ქსელებში საგანამათლებლო სივრცეს როცა გადავხედავთ, ღონისძიებებზე წინა რიგებში სულ მასწავლებლები სხედან, ამ დროს კი მასწავლებლები უკან უნდა ვიყოთ და მოსწავლეები დავსვათ წინა რიგებში, მოსწავლეების წარმატებებით უნდა ვიზეიმოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ მათი ინიციატივები განვახორციელოთ“, - აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

სკოლის დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება