| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ჩემპიონატს, რომელიც განსაკუთრებით ემოციური ფინალით გამოირჩეოდა, მონაწილეთა სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
„მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული თბილისის N211 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ეკატერინე საზუაშვილმა მოიპოვა:
„ეტალონში“ გამარჯვება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მაქსიმალურად შევეცდები ფინალისთვის კარგად მოვემზადო და მთაწმინდა წარვადგინო ღირსეულად. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა „ეტალონს“ ამ დღისთვის და ამ ემოციებისთვის“.
„მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის“ დედამ, მადლენა საზუაშვილმა ყველა ახალგაზრდას „ეტალონში“ ჩართულობისკენ. მისი თქმით, ეს არის პროექტი, სადაც სწავლა თითოეულ მოსწავლეს უფასდება:
„ეკატერინე ძალიან მშრომელი გოგონაა. ძალიან ბევრს მეცადინეობს და ძალიან კმაყოფილი ვაარ მისით ყოველთვის. ძალიან ემოციური გოგონაა და დაინახეთ თქვენც, როგორ ინერვიულა, როდესაც ჩემპიონატის დასასრულს „მთაწმინდის ეტალონ მოსწავლედ“ დასახელდა. გაკვეთილის მოყოლის დროსაც ძალიან ნერვიულობს და ღელავს. მიხარია, რომ მას ამდენი წლის შრომა დაუფასდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სწავლით აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ყველა ბავშვს ვუსურვებ აქტიურად იყვნენ ჩართული ასეთ საგანმანათლებლო პროექტებში. „ეტალონი“ ნამდვილად გამორჩეული პროექტია და დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ამ დღესასწაულის მოწყობისთვის“.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად