| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალუჩა მდიდარია ლიმონისა და ვაშლის ორგანული მჟავებით, პროვიტამინ A-თი, B ჯგუფის, PP და E ვიტამინებით, დიდი რაოდენობით ასკორბინმჟავით, პექტინით, ასევე მინერალებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინითა და ფოსფორით.
ალუჩის კვებითი ღირებულებაა: ცხიმები - 0,1 გ, ცილები - 0,2 გ, უჯრედისი - 1,8 გ, ნახშირწყლები - 7,9 გ. პროდუქტის კალორიულობა 100 გრამ ნაყოფზე 34 კილოკალორიაა.
ალუჩის ნაყოფს უმი სახით ავიტამინოზებისა და ყაბზობის სამკურნალოდ იყენებენ, რადგან იგი კუჭნაწლავის მოქმედების სტიმულირებას ახდენს.
ალუჩის წვენი მატონიზირებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, მკურნალობს ჰიპოვიტამინოზებს (ვიტამინების ნაკლებობა) და მუცლის ღრუს დაავადებებს. კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს - ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს.
ალუჩა სასარგებლოდ მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, გააჩნია დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ წნევა აგივარდათ და თავი აგტკივდათ, მიირთვით დაახლოებით 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება.
სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტებიც: ისინი აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით კი ფასობს გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას. ალუჩისა და ტყემლისგან მზადდება გემრიელი მურაბები, საწებლები, ხილფაფები.
ოფიციალური მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან იგი ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.
ალუჩა გამოიყენება ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებებისას. შაქრის დაბალი შემცველობის წყალობით, მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც იყენებენ. იგი სასარგებლოა პათოლოგიური სიმსუქნით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“