| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის გაუწყინარის საჯარო სკოლის VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები და პედაგოგები სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.
ისინი იქ მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობდნენ: მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს მემორიალთან, სადაც პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნას. შემდგომ მათ ნახეს ფილმი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ, დაათვალიერეს მრავალფეროვანი სამხედრო ტექნიკა, ყაზარმები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, გაეცნენ სხვადასხვა სიტუაციაში, ომის დროს, დანაღმულ ველზე, დაჭრილი ადამიანის დახმარებისა და სხვა ექსტრემალურ შემთხვევებში ქცევის წესებს.
„ბოლოს კი შტაბში გამოსამშვიდობებელი სიტყვითა და სენაკის II ქვეითი ბრიგადის ისტორიის გაცნობით დასრულდა ჩვენი დღევანდელი სტუმრობა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩით მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც, ვინაიდან ამ ღონისძიების შედეგად მოსწავლეებს კიდევ უფრო აუმაღლდათ პატრიოტიზმის განცდა, რაც ასე საჭიროა დღევანდელ საქართველოში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად