სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამაგიდო აზარტული თამაშები სკოლაში - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ინიციატივა
29-03-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ახალი პროექტი ''ისწავლე მეტი თამაშით'' ამოქმედდება. 

აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამართა.

პროექტის მიზანია სკოლებში სასწავლო პროცესის გახალისება და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლება. სამინისტრო სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შეტანით და დანერგვითაა დაინტერესებული.

თეიმურაზ მურღულიამ აღნიშნა, რომ სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე. სამაგიდო თამაში უნდა იყოს:

  • აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო.
  • ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე.
  • მოწოდებულ იქნას შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
  • იყოს გათვლილი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე.
  • იყოს მარტივად აღქმადი. ფერადი. მყარი მასალის. სპეციალური შესანახი შეფუთვით.

სასურველია თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 10 აპრილამდე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე tamashebi@mes.gov.ge უნდა მოაწოდონ სამაგიდო თამაშების კონცეფცია.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება