სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტურისტული პაკეტი მოამზადეს
22-04-2019
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 კლასებში 2018 წლის ნოემბერ- დეკემბერში მოგზაურთა კლუბი - ,,ტურიზმი ჩემს მხარეში’’ შეიქმნა. 

კლუბში 20 შეხვედრა ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  კლუბის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართვა ისეთ კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი ინტელექტუალურ-შემეცნებითი უნარების განვითარებას.

საკლუბო მუშაობის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარები;

„ამაღლებულია მოსწავლეთა შემეცნებითი უნარები საკუთარი ქვეყნის გეოგრაფიული, კულტურული, ეთნოგრაფიული და სხვა მიმართულებების ფარგლებში;

მოსწავლეებს მომზადებული აქვთ ტურისტული პაკეტი. მოსწავლეები პედაგოგის ხელმძღვანელობით, გაეცნენ და დაამუშავეს დეტალური ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის შესახებ.

მოსწავლეები გაეცნენ თავისი ქვეყნის წარსულს, მოამზადეს ინფორმაცია საქართვლოს კუთხეების შესახებ, გაეცნენ მის კულტურას, შემოქმედებას, ცნობილ პიროვნებებს, მოამზადეს ღონისძიება აღნიშნულ თემაზე, მოამზადეს კულინარიული კერძები, დაამზადეს კედლის გაზეთი და ბუკლეტი ამ კუთხეების შესახებ, შექმნეს სარეკლამო ხასიათის ტექსტი. აღნიშნული ინფორმაცია მომზადდა ტურისტებისთვის საინტერესო ფორმატში და შედეგად მოამზადეს ტურისტული პაკეტი, რომელშიც მოცემულია ტურისტისთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაცია. მოსწავლეებმა დაგეგმეს სასწავლო წლის ბოლოს მოგზაურობა სასურველ რეგიონში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება