სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი გვასწავლის ცხოვრებას“ - ბაღდათი „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელოდება
19-04-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნინო მშვილდაძე, ბაღდათის რესურსცენტრის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი, მერის პირველი მოადილე კახა ენუქიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი გელა მშვილდაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები  ესწრებიან. 

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ბაღდათის „ეტალონ მოსწავლეს“, ვახტანგ კიკნაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ბაღდათის N2 საჯარო სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება