| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის პოეტ პედაგოგს ვიქტორ კაცელაშვილს 70 წელი შეუსრულდა.
ახალსოფლის სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის მასწავლებლების და ადმინისტრაციის ჩართულობით ბატონ ვიქტორს მცირე, მაგრამ ლამაზი შემოქმედებითი საღამო მიუძღვნეს. აღნიშნულ საღამოზე წარმოდგენილი იყო ვიქტორ კაცელაშვილის პოეზია, რომელიც გაჯერებულია სიყვარულით, პატრიოტიზმით და სამშობლოს ბედ-იღბალზე ფიქრით. მოსწავლეებმა და სკოლის თანამშრომლებმა წაიკითხეს ვიქტორ კაცელაშვილის ლექსები. ღონისძიებაზე ასევე შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერი.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური. ბატონმა ირაკლიმ იუბილარს საჩუქრად გადასცა ლექსების კრებული სახელწოდებით „ნიჭი სიყვარულისა“ და ასევე სიმბოლური საჩუქარი - „საპატიო სიგელი“, იმისათვის რომ უკვე მრავალი წელია მუშაობს სკოლაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის აღზრდაში.ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს ვიქტორ კაცელაშვილს 70 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ და შემოქმედებით საქმიანობაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა