სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიქთარვას საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ინგლისურის მასწავლებელი სოფიკო ვაშაკიძე წარადგინა
05-04-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სიქთარვას საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ინგლისურის მასწავლებელი სოფიკო ვაშაკიძე წარადგინა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სოფიკო ვაშაკიძე ინგლისურის მასწავლებლად სიქთარვის საჯარო სკოლაში 2006 წელს დაინიშნა, 24 წლის ახალგაზრდა მასწავლებელმა მალევე მოახერხა, მოსწავლეებს ძალიან ჰყვარებოდათ, ნდობოდნენ მას, სკოლის თანამშრომლები სოფოს იმ დღიდანვე კარგ მეგობრად, ინტერესიან და მოტივირებულ მასწავლებლად და კარგ სპეციალისტად მიიჩნევდნენ. სოფოს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს- მეუღლე კონსტანტინე რობაქიძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია, ერთი შვილი თაზო რობაქიძე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი, ხოლო მეორე, გიო რობაქიძე, მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე. 

ამჟამად სოფიკო ვაშაკიძე ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია, ემზადება გარე დაკვირვებისთვის წამყვანის ტიტულის მოსაპოვებლად. სოფო ამავდროულად არის ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა სახლის ერთობლივი ტრენინგის, ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისურის გაკვეთილზე“ ტრენერი, საერთაშორისო პორტალ eTwinning-ის ელჩი საქართველოში, ამ პროგრამით იგი 2015 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო-2018-ის ფინალისტ ნანა დაბრუნდაშვილთან ერთად იმყოფებოდა პოლონეთში. არის ამავე პორტალის ტრენერი. ამერიკის საელჩოს ეგიდით ინგლისური ენის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამით მოიპოვა გამარჯვება და 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წლების განმავლობაში სოფიკო ვაშაკიძე აქტიურად თანამშრომლობდა უცხოელ მოხალისე მასწავლებლებთან-,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის“ პროგრამით ჯასტინ ქლონინგერთან და პაულა პავლოვსკთან, ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე კალისია უინქთან. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ამ ღირსეულ მასწავლებელს ღირსეული ჯილდოს მოსაპოვებლად“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება