სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი რომ ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს - 4 შესაძლო ნიშანი
03-04-2019
-
+


მშობლებს ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩებათ ის ნიშნები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ. etaloni.ge გთავაზობთ რამდენიმე შესაძლო ნიშანს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ აქვს თუ არა თქვენს შვილს აუტისტური სპექტრის აშლილობა.

ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის თქმით, აუტიზმის ძირითადი ნიშნებია:

  • მეტყველების დარღვევა და განვითარების შეფერხება
  • კომუნიკაციის დარღვევა - ბავშვი ენას კომუნიკაციისთვის ვერ იყენებს, უჭირს იმიტაცია. უფროსის მეტყველებას არ აქცევს ყურადღებას, კითხვაზე არ პასუხობს. კითხვას იმეორებს იმავე ინტონაციით. აუტისტური სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვები რომლებსაც აქვთ სამეტყველო პროდუქცია და ლაპარაკობენ, მეტყველებას ურთიერთობისთვის არ იყენებენ;
  • სოციალური ინტერაქცია – ბავშვი ვერ ახერხებს სხვა ბავშვებსა და უფროსებთან ურთიერთობის დამყარებას. არ იჩენს ინიციატივას. თუ სხვამ გამოიჩინა ინიციატივა, შესაძლოა, არ აჰყვეს. არ შეუძლია წარმოსახვითი – „ვითომ“ თამაში, უჭირს თვალით კონტაქტი, ემოციის და აზრის ურთიერთგაცვლა.
  • შეზღუდული ინტერესები – აკვიატება, სტერეოტიპული ქცევა ახასიათებთ. აუტიზმისთვის ეს არის სტერეოტიპული მოქმედებებია: ხელების სპეციფიკური ქნევა, მზერის სხვადასხვა მხარეს მიმართვა, სხვადასხვა პოზის განმეორებითი მიღება, საგნების ამოჩემება. ასევე ახასიათებთ კოლექციონერის ტიპის ვიწრო ინტერესები. მაგალითად, ბავშვს მოსწონს მხოლოდ მატარებლები ან მხოლოდ დინოზავრები, იცის ყველა მათგანის სახელი, კვების, ცხოვრების თავისებურებები და ა.შ. სხვა ინტერესები კი არ გააჩნია.

თუმცა, ამ ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ თქვენს შვილს აუცილებლად აუტისტური სპექტრი აქვს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება